თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება №121/2010 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ

დადგენილება №121/2010 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ

1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 121/2010






სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის  თანამდებობაზე კანდიდატის  შერჩევის  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის   თანამდებობაზე შერჩეული იქნას ნინო დურგლიშვილის კანდიდატურა.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;   
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;



5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი



 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 10:50 | გვერდების ნახვა: 37,403,423
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili