თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება №91/2010 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №91/2010 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

6 სექტემბერი 2010
დადგენილება №91/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის პირველი პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის და რექტორის 2010 წლის 25 ივნისის № 55/01–01 საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    კომისიის თავმჯდომარე: იაშა მესხია, სრული პროფესორი

    კომისიის მდივანი:   ეკა ლეკაშვილი, ასოცირებული პროფესორი.

    ეკონომიკის მიმართულება


    1. ელგუჯა მექვაბიშვილი, სრული პროფესორი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
    2. ნოდარ ხადური, სრული პროფესორი
    3. მირიან ტუხაშვილი, სრული პროფესორი;
    4. ეთერ ხარაიშვილი, სრული პროფესორი;
    5. იური ანანიაშვილი, სრული პროფესორი;
    6. სიმონ გელაშვილი, სრული პროფესორი.

         ბიზნესის ადმინისტრირების მიმართუელება
  1. ნუგზარ თოდუა, სრული პროფესორი  (ჯგუფის ხელმძღვანელი);
  2. ირაკლი კოვზანაძე, სრული პროფესორი;
  3. თემურ შენგელია, სრული პროფესორი;
  4. მაია მარგველაშვილი, სრული პროფესორი;
  5. მურთაზ მაღრაძე,  ემერიტუსი;
  6. ელენე ხარაბაძე, სრული პროფესორი.

  1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 11:10 | გვერდების ნახვა: 37,404,484
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili