თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №118/2011 - საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

დადგენილება №118/2011 - საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

დადგენილება №118/2011
5 დეკემბერი, 2011


საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ს” პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ–ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის 05.12.2011,  №32/699/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

2. დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
 აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 11:46 | გვერდების ნახვა: 37,406,757
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili