თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №124/2011 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №124/2011 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №124/2011
28 დეკემბერი, 2011



სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ22“ ქვეპუნქტის,   25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 26.12.2011, №34943/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შეფასების წესი (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი თსუ–ის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 იანვრის №5/2010 დადგენილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:03 | გვერდების ნახვა: 37,407,267
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili