თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №126/2011 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №126/2011 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №126/2011
 28 დეკემბერი, 2011


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლისა და მარიამ ელიზბარაშვილის პირადი განცხადების (წერილი №34984/02; 26.12.2011) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებით დამტკიცებულ გეოგრაფიის მიმართულების ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგიის ქვემიმართულების ასისტენტ–პროფესორთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „ელიზბარაშვილი მარიამი“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის
2012 წლის 1 იანვრიდან .


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:08 | გვერდების ნახვა: 37,407,445
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili