თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №21/2011 „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 25 ივნისის №65 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №21/2011 „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 25 ივნისის №65 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №21/2011
  7 მარტი 2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010  წლის 25 ივნისის №65 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ
 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 07.03.2011 წლის №04959/02 წარდგინების  საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს,

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების (2010–2011) მიმდინარე სემესტრის სასწავლო გეგმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

  1. „პოლიტიკური მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი სალექციო საგნები:
    ა) „სტრატეგია“ (პედაგოგი ლაშა ჭანტურიძე, მანიტობის უნივერსიტეტი, კანადა);

    ბ) „პოსტკოლონიანიზმი და პოსტსოვეტიზმი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (პედაგოგი პალ ტამაში, სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია, ბუდაპეშტი) (დანართი 1);


  2. „პოლიტიკური თეორიის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს არჩევითი საგანი „ძალაუფლების თანამედროვე თეორიები და მეტამორფოზები კულტურაში“, (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 2);

  3. „სოციოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაში „კულტურის პოსტმოდერნულოი ტრანსფორმაციების“ ნაცვლად ჩაიწეროს სავალდებულო-არჩევითი საგანი „სოციალური ანთროპოლოგია“ (პედაგოგი ასისტ. პროფ. თეონა მატარაძე)  (დანართი 3);

  4. „სოციალური მუშაობის“ სამაგისტრო პროგრამაში:
    ა) კურსის „საერთაშორისო სოციალური კეთილდღეობა“ სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით: „საერთაშორისო სოციალური სამუშაო და სოციალური კეთილდღეობა“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. ნინო შატბერაშვილი);

    ბ) სოციალური მუშაობის პრაქტიკის საკრედიტო მოცულობა 20–ის  ნაცვლად გახდეს 15 კრედიტი (დანართი 4).


  5. „ანთროპოლოგია: ინტერდისცპლინური კვლევები“ სამაგისტრო პროგრამაში დაემატოს არჩევითი საგანი „კულტურის თანამედროვე ტრანსფორმაციები“ (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 5).

  6. „განწყობის ფსიქოლოგია, კვლევა და კონსულტირება“ სამაგისტრო პროგრამაში:
    ა) დაემატოს კურსი „ორგანიზაციული კონსულტირება და ქოუჩინგი“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. გიორგი გოროშიძე);

    ბ) კურსის „ჯგუფის კონსულტირება“ საკრედიტო მოცულობა 10 კრედიტის ნაცვლად გახდეს 5 კრედიტი (დანართი 6).


  7. „მედია და ახალი ტექნოლოგიების“ სამაგისტო პროგრამას დაემატოს სავალდებულო–არჩევითი საგანი „პროფესიული წერა მეცნიერების, განათლების  და ტექნოლოგიების შესახებ“ (პედაგოგი ასოცირებული პროფესორი მარიამ გერსამია) (დანართი  7);

  8. „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს „კონფლიქტების მართვის უნარ–ჩვევების განვითარება სკოლაში“ – არჩევითი კურსი მაგისტრანტებისთვის (პედაგოგი, პროფესორი გuგული მაღრაძე); (დანართი 8);

  9. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს დადგენილების  უნივერსიტეტის  ვებ–გვერდზე განთავსება.

  10. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

  11. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:18 | გვერდების ნახვა: 37,407,982
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili