თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №24/2011 ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ

დადგენილება №24/2011 ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ

დადგენილება №24/2011
  16 მარტი 2011

ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის
თავსებადობის შესახებ


    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის  10.03.2011  №5411/02  წერილის საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ გავლილი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი არა უმეტეს 35–40 კრედიტის ფარგლებში და დარჩენილი მინიმუმ 20–25 კრედიტი შეასრულონ თსუ–ის სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
  4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.





ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:20 | გვერდების ნახვა: 37,408,018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili