თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №41/2011 „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დადგენილება №41/2011 „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დადგენილება №41/2011
  2 მაისი 2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის, 56-ე მუხლიე მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების (ოქმი №3) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“;
  2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა.“;

  3. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
    ,,11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას, მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესით საქმიანობის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველსაყოფი თანმდევი ღონისძიებების განხორციელების პირობები განესაზღვროს თავისი დებულებით.“.
  4. გადაწყვეტილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ დასამტკიცებლად გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
  5. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  7. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი              
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:31 | გვერდების ნახვა: 37,408,678
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili