თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №4/2011 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სპეციალობის უცხო ენის (ფრანგული) შემოღების შესახებ

დადგენილება №4/2011 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სპეციალობის უცხო ენის (ფრანგული) შემოღების შესახებ

დადგენილება №4/2011
12 იანვარი 2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სპეციალობის  უცხო ენის (ფრანგული) შემოღების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  1-ლი   პუნქტის ,,გ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელისა და თსუ უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის 11.01.2011 №391/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სასწავლო პროგრამაში შევიდეს “სპეციალობის უცხო ენა (ფრანგული)“, როგორც სარეკომენდაციო კურსი, თავისუფალი 20  კრედიტის ფარგლებში.

  2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:32 | გვერდების ნახვა: 37,408,702
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili