თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №42/2011 უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ

დადგენილება №42/2011 უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ

დადგენილება №42/2011
  2 მაისი 2011

უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ



 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის მ/შ 19.04.2011 №9981/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    დამტკიცდეს უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები: ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ (დანართი 1) და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ (დანართი 2);
2.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:32 | გვერდების ნახვა: 37,408,717
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili