თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №59/2011 - სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლების ერთ საფეხურზე ერთზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის შესახებ

დადგენილება №59/2011 - სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლების ერთ საფეხურზე ერთზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის შესახებ

დადგენილება №59/2011
29 ივნისი, 2011


სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლების ერთ საფეხურზე ერთზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის, ,,უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–11 მუხლის მე–6 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2011 №16473/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სწავლების ერთ საფეხურზე ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას უხელმძღვანელონ შემდეგმა პროფესორებმა:

ა) სრულმა პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა – ბაკალავრიატის საფეხურზე დაწყებითი განათლების პროგრამასა და  დამატებით პროგრამას პედაგოგიკაში;
ბ) სრულმა პროფესორმა ცირა ბარამიძემ – კავკასიოლოგიის ქართულენოვან და რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამებს;
გ) ასოცორებულმა პროფესორმა ნანა გელაშვილმა – ბაკალავრიატის საფეხურზე ორ დამატებით პროგრამას (იაპონისტიკა და სინოლოგია).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:39 | გვერდების ნახვა: 37,409,487
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili