თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №76/2011 – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ

დადგენილება №76/2011 – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ

დადგენილება №76/2011
25 ივლისი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურა (დანართი
1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №239 დადგენილება;
ბ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №240 დადგენილება.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს თსუ–ის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.

4. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:57 | გვერდების ნახვა: 37,410,173
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili