თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2011 წლის დადგენილებები დადგენილება №99/2011 - „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №90/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №99/2011 - „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №90/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №99/2011
23 სექტემბერი, 2011


„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №90/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლებისა და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 23.09.2011, №25345/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №90/2011 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმა“ (დანართი 2).“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:57 | გვერდების ნახვა: 37,412,384
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili