სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის
დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ"
საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების,
35-ე მუხლის მე-1 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული,
ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების
წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა
და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის
გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური
თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება
№91-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის
18 იანვრის №1 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26
მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო
განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 22 Mმარტის №62/02-01
ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
გამოცხადდეს კონკურსი ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის ვაკანტური
თანამდებობის დასაკავებლად;
ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე
2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე
პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
კონკურსი ცხადდება ფსიქოლოგიის
მიმართულების, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ქვემიმართულების ასისტენტ
პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად; ხელფასი თვეში
არანაკლებ 540 (ხუთას ორმოცი) ლარის ოდენობით;
კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 10
მაისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 10
ივნისიდან 2010 წლის 24 ივნისის ჩათვლით;
ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე
ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის
სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია
(CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება
იწარმოებს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2010 წლის
10 ივნისიდან 2010 წლის 24 ივნისის ჩათვლით. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.
№8 (VI კორპუსი) 1 სართული, ოთახი № 202;
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ
"თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება №9794/02 21.04.2010წ.
რექტორი,
პროფესორი გ. ხუბუა
ბოლო განახლება: 10 სექ'10 10:47
| გვერდების ნახვა: 6,762,642