თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი პერსონალს ბრძანებები კონკურსის გამოცხადების შესახებ
 
ბრძანება №:60/01-01
02.07.2010
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
    
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 91-ე დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31Mმაისის  № 107/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების ვაკანტური თანამდებობების    დასაკავებლად;
  2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
  3. ასისტენტ    პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
     
     მათემატიკის მიმართულება
        ქვემიმართულება: მათემატიკური ანალიზი – 3 ასისტენტ-პროფესორი;
        ქვემიმართულება: ალგებრა-გეომეტრია – 1 ასისტენტ-პროფესორი;

     კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება
     ქვემიმართულება: თეორიული ინფორმატიკა – 2 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: გამოყენებითი ინფორმატიკა – 3 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: პრაქტიკული ინფორმატიკა – 2 ასისტენტ-პროფესორი;     1 – ასოცირებული პროფესორი;

     ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)
     ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები - 3 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი ტექნოლოგიები:  - 2 ასისტენტ-პროფესორი;

      გეოგრაფიის მიმართულება
   ქვემიმართულება: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია –  2 ასისტენტ - პროფესორი;
   ქვემიმართულება: რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება – 1 ასოცირებული პროფესორი;
   ქვემიმართულება: ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია – 1 ასისტენტ-პროფესორი;

      გეოლოგიის მიმართულება:   -  3 ასისტენტ პროფესორი;

     ქიმიის მიმართულება
     ქვემიმართულება: ზოგადი არაორგანული და ელემენტორგანული ქიმია - 1 ასისტენტ პროფესორი;
     ქვემიმართულება: ორგანული ქიმია – 2 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: ბიოორგანული ქიმია – 1 ასისტენტ პროფესორი;
     ქვემიმართულება: მაკრომოლეკულების ქიმია – 1 ასისტენტ პროფესორი;
     ქვემიმართულება: ფიზიკური და ანალიზური ქიმია – 2 ასისტენტ- პროფესორი;

     ბიოლოგიის მიმართულება:
     ქვემიმართულება: ბიომრავალფეროვნება – 2 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია – 1 ასისტენტ- პროფესორი;
     ქვემიმართულება: ბიოქიმია – 2 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: გენეტიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;

      ფიზიკის მიმართულება
     ქვემიმართულება: თეორიული ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა – 2 ასისტენტ-პროფესორი;
     ქვემიმართულება: პლაზმის ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;
   ქვემიმართულება: ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა – 1 ასისტენტ-პროფესორი;

     ინტერდისციპლინური (ბიოფიზიკა)  - 2 ასისტენტ-პროფესორი;    
                
  1. კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 2 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2010 წლის  2 აგვისტოდან 2010 წლის 13 აგვისტოს  ჩათვლით. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
  2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 720 (შვიდასოცი) ლარს, ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 540 (ხუთასორმოცი) ლარს.
  3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

    გ) ავტობიოგრაფია (cv);

    დ)    შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;

    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;

    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

    თ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;


    კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

    ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა და ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;

    ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;


  1. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

    გ) ავტობიოგრაფია ( CV);

    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ე) სამოტივაციო წერილი.

  1. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2010 წლის 2 აგვისტოდან 2010 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი №234;
  2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს   თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება №15793/02; 30.06.2010წ.


   





 რექტორი, პროფესორი                                          გ. ხუბუა
 
ბოლო განახლება: 07 სექ'10 11:29 | გვერდების ნახვა: 6,659,143
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili