ინსტიტუტი დაარსდა 2009 წლის თებერვალ-მარტში. ინსტიტუტის დაარსებას საფუძვლად დაედო ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის და აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, 2008 წლის 24 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. (მემორანდუმი) (2009 წლის ანგარიში)
თბილისის და აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს (თსუ, ასუ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას წინ უსწრებდა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის “რადიონახშირბადის და დაბალი რადიოაქტივობის ლაბორატორიის (R&LLCL)” მეცნიერ-თანამშრომელთა და ტექნიკური პერსონალის წარმატებული, ფრიად ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ასუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის “ჯანმრთელობის ფიზიკის” (Physics/Health Physics) დეპარტამენტთან, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2001 წლის გაზაფხულზე და დღემდე გრძელდება.
ასე მაგალითად:
2001-2003 წწ. R&LLCL ჩართული იქნა ასუ-ს Physics/Health Physics დეპარტამენტის სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და გაწევრიანდა სამეცნიერო-კვლევით კონსორციუმში, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ აიდაჰოს, ტეხასის, ფლორიდის და ნევადის უნივერსიტეტები, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ლოს-ალამოსის და ოკ-რიჯის ეროვნული ლაბორატორიები. ამ კონსორციუმის მიერ ა.შ.შ. ენერგიის დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული იქნა პროექტი "Dose Conversion Coefficients Research Project".
2003 წ., ასუ-ს Physics/Health Physics დეპარტამენტისა და აიდაჰოს ამაჩქარებლის ცენტრის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა “დამოუკიდებელი რადიოლოგიური მონიტორინგის პროგრამა”. პროგრამის ფარგლებში - პირველად საქართველოში - ქ. თბილისის მაგალითზე დაიწყო იმ რეკომენდაციებისა და წინადადებების პრაქტიკული განხორციელება, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაერო-ს ეკონომიკური კომისიის ევროპის განყოფილების მიერ გამოქვეყნებულ 2003 წლის ანგარიშში: "Environmental Performance review of Georgia 2003".
http://www.unece.org/env/epr/epr_studies/georgia.pdf
2005-2007 წწ. თსუ-სა და ასუ-ს შორის გაფორმებული #05-01 და #07-01 კონტრაქტების ფარგლებში შესრულდა პროექტი “Activation and Low-Level Gamma-Counting Analysis”.
2007-2009 წწ. თსუ-ს R&LLCL-სა და ასუ-ს ”გარემოს მონიტორინგის ლაბორატორიის” მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ ერთობლივი ძალისხმევით მოძიებული (CRDF/GRDF) ფონდების გრანტის ფარგლებში შესრულდა პროექტი "Tbilisi Radon Assessment Initiative".
http://www.mygeorgia.ge/Projects/Radon/Default.aspx
და ბოლოს,საყურადღებოა, რომ 2001 წლიდან დღემდე, აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტის Physics/Health Physics დეპარტამენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით სწავლას აგრძელებს, თსუ-დან მივლინებული ათი ქართველი სტუდენტი.
ინსტიტუტის ადმინისტრაცია და სტრუქტურა:
ინსტიტუტში გაერთიანებულია სამი სამეცნიერო-კვლევით განყოფილება:
-
რადიონახშირბადის და დაბალი რადიოაქტივობის, ხელმძღვანელი - ვლადიმერ რუსეცკი http://rllc.science.tsu.ge
-
რადიაციული უსაფრთხოებისა და სამედიცინო ფიზიკის, ხელმძღვანელი - ზურაბ შავგულიძე
-
ანთროპოლოგიის, ხელმძღვანელი - ქეთევან ხუციშვილი
მისამართი: თბილისი, 0128, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, ტელ/ფაქსი: +995 32 222-105













