თსუ-ს შესახებ სწავლა
კვლევა
ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
თსუ - კვლევითი უნივერსიტეტი | სამეცნიერო კვლევითი ერთეულები | ინოვაციური პროექტები თსუ-ში | მეცნიერების პოპულარიზაცია | სასარგებლო ბმულები | საგრანტო პროექტები | საგრანტო კონკურსები | სტიპენდიები | კონფერენცია/სემინარები | სამეცნიერო ფონდები | ელექტრონული ბაზები
საწყისი გვერდი კვლევა სამეცნიერო კვლევითი ერთეულები სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტი

სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტი

ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერებისა და მასალების ინსტიტუტი: პროფილი, საქმიანობა, სტრუქტურა.

ინსტიტუტის დაარსების თარიღია 2008 წლის 29 დეკემბერი.

დირექტორი - ქიმ. მეცნ. დოქტორი რამაზ ქაცარავა - დაინიშნა 2009 წლის აპრილში.
დირექტორის მოადგილე - ქიმ. მეცნ. დოქტორი დავით ტუღუში - დაინიშნა 2009 წლის ნოემბერში.

პირველი 5 თანამშრომელი მიღებულია ასევე 2009 წლის ნოემბერში.

პროფილი

სამედიცინო პოლიმერებისა და მასალების ინსტიტუტის პროფილია სამედიცინო დანიშნულების ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების მიღება, კვლევა და პრაქტიკაში დანერგვა.
ინსტიტუტში სინთეზირდება ახალი, ბიოშეთავსებადი (სხვაგვარად უვნებლობით ორგანიზმის მიმართ), ბიოდეგრადირებადი (ორგანიზმში განწოვადი) პოლიმერები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე. მიღებულია სხვადასხვა კლასისა და აღნაგობის პოლიმერები, რაც განაპირობებს მათ ფიზიკო - ქიმიურ, ბიოქიმიურ და მექანიკურ თვისებათა ფართო სპექტრს.
ინსტიტუტში მიღებული პოლიმერები გამიზნულია როგორც განწოვადი ქირურგიული მასალების, ასევე წამლების კონტროლირებადი გამოყოფის და დამიზნული ტრანსპორტის (მიწოდების) სისტემების შესაქმნელად, სკაფოლდებად უჯრედების კლონირებისათვის, ანტიმიკრობულ საფარად ჰოსპიტალური ინფექციების პრევენციისათვის. ბიოდეგრადირებადი პოლიმერები პერსპექტულია ასევე მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესაფუთად მათი შენახვის მიზნით.

ამჟამად ინსტიტიტში მიმდინარეობს კვლევები შემდეგი მიმართულებებით:

  • ეთანოლში, დიმექსიდსა და მედიცინაში დაშვებული ორგანულ გამხსნელებში ხსნადი ელასტიკური თვისებების მქონე პოლიმერები:
    • მაღალეფექტური თერაპიული სისტემების შესაქმნელად, რომლებიც მოქმედებენ წამლების დეპონირებული/კონტროლირებადი გამოყოფის მექანიზმით,
    • ნტიბაქტერიული პრეპარატების განუწყვეტელი გამოყოფის სისტემების შესაქმნელად ჰოსპიტალურ ინფექციასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით,
    • კორონარული სტენტების დასაფარად რესტენოზის დათრგუნვის მიზნით;
  • მაღალი მექანიკური მახასიათებლების (სიმტკიცის) მქონე პოლიმერები და მათ საფუძველზე ორგანულ/არაორგანული კომპოზიტები და ნანო-კომპოზიტები:
    • ხერხემლის მალებისა პროთეზირებისა და რეგენერაციისათვის,
    • ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციისათვის (ოსტეოსინთეზისათვის).
  • სპეცპოლიმერები ბიოდეგრადირებადი ნანო-კომპლექსების (პეგ-თან, დნმ-თან) და წამლების გადამტანი მიკრო და ნანო კონტეინერების (წვრილდისპერსული ფხვნილების, მიკროსფეროების, მიცელების, ნანონაწილაკების) მისაღებად.
  • მალფუჭებადი საკვების შეფუთვა.
  • იგეგმება კვლევები უჯრედების კლონირების მიმართულებით.

ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოები მოიცავს:

  • მონომერების სინთეზს,
  • პოლიმერების სინთეზს,
  • მიღებული მონომერებისა და პოლიმერების დახასიათებას,
  • მიღებული პოლიმერების ბიოდეგრადაციისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევას,
  • წამლებით დატვირთული კომპოზიციების მიღებას და კვლევას,
  • ორგანულ/არაორგანული კომპოზიტების მიღებას და კვლევას,
  • მიკრო - და ნანო - ნაწილაკების მიღებას და კვლევას,
  • შეფუთული მაკფუჭებადი პროდუქტების კვლევას.
 
 
ბოლო განახლება: 10 თებ'12 23:41 | გვერდების ნახვა: 30,789,696
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili