თსუ-ს შესახებ სწავლა
კვლევა
ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
თსუ - კვლევითი უნივერსიტეტი | სამეცნიერო კვლევითი ერთეულები | ინოვაციური პროექტები თსუ-ში | მეცნიერების პოპულარიზაცია | სასარგებლო ბმულები | საგრანტო პროექტები | საგრანტო კონკურსები | სტიპენდიები | კონფერენცია/სემინარები | სამეცნიერო ფონდები | ელექტრონული ბაზები

თსუ - საბავშვო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია, ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ღირსეულ და წარმატებულ სუბიექტს წარმოადგენდეს.

აღნიშნული მიზნის მიღწევა მრავალი პრობლემის დაძლევასთან არის დაკავშირებული. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების ინტეგრაციის საკითხი, რადგან, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო საქმიანობა თავისთავად გულისხმობს ღრმა სამეცნიერო კვლევით ფუნდამენტს, მეორე მხრივ კი, მხოლოდ კარგად აწყობილმა საგანმანათლებლო სისტემამ შეიძლება უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისათვის აუცილებელი ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება - ზოგადად, მეცნიერების განვითარების უწყვეტობა.

აქედან გამომდინარე, თსუ-ს ბაზაზე ხორციელდება პროექტი - საბავშვო უნივერსიტეტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
  • სასკოლო ასაკის დონეზე ბავშვისათვის სასწავლო და კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ერთიან პროცესად აღქმის ხელშეწყობა;
  • მაღალი კლასების მოსწავლეებისათვის საუნივერსიტეტო პოტენციალის გაცნობა, მომავალი პროფესიის/საქმიანობის გაცნობიერებული არჩევანისათვის ხელშეწყობის მიზნით;
  • მოსწავლეთათვის ფუნდამენტური მეცნიერებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციფიკის გაცნობა, მათი არსისა და შესაძლებლობების წარმოჩინება, თითოეული მათგანის ღირებულების გაცნობიერებაში დახმარება;
  • ქართული სამეცნიერო სკოლებისა და ეროვნული განათლების პოტენციალის გაცნობა/რეკლამირება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია/რეკლამირება, ახალგაზრდებში მეცნიერების პატივისცემის გაღვივება და მათი სამეცნიერო/კვლევითი კარიერით დაინტერესება;
  • თსუ-ს ისტორიისა და მიღწევების გაცნობა, უნივერსიტეტის პრესტიჟის ამაღლება, მისი საქმიანობის რეკლამირება.
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:57 | გვერდების ნახვა: 37,414,343
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili