ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კორპუსში IREX-ის ხელშეწყობითა და Carnegie Corporation of New York-ის დაფინანსებით უნივერსიტეტის ადმინისტრატორთა მხარდაჭერის პროექტის FY08-B 7370.R02 ფარგლებში ფუნქციონირებს FY08-UASP-Kvinikadze-01 გრანტის მოთხოვნებით გათვალისწინებული კურსდამთავრებულთა მასპინძელი ოფისი (პროექტის ხელმძღვანელი: ლელა კვინიკაძე). ოფისის მუშაობა მიმართულია კურსდამთავრებულთა შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარებისკენ, კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებს შორის გრძელვადიანი პირადი და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და კარიერული ზრდის ხელშეწყობისაკენ. ოფისის მუშაობა, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტი ახალგაზრდობის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვას. ხშირ შემთხვევაში კურსდამთავრებულთა მიერ გაღებული ფულადი და მატერიალური შენატანი უშუალოდ უნივერსიტეტის მომავალი თაობის წახალისებასა და პროფესიულ ზრდას მოხმარდება.
ძირითადი მიზნები:
-
უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა შორის ურთიერთობის ფორმების ძიება უნივერსიტეტის პრესტიჟისა და პოპულარობის ამაღლების მიზნით. გამოკითხვებისა და შეხვედრების შედეგად კურსდამთავრებულთა მოსაზრებებისა და მოლოდინის განსაზღვრა, როგორც უშუალოდ მასპინძელი ოფისის ფუნქციონირების, ასევე, მთლიანად საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის ფორმების ჩამოსაყალიბებლად.
-
მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწე ქართველი მოწინავე მეცნიერების პირადი და პროფესიული მაგალითის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობის წასახალისებლად, რათა დაეუფლონ ქვეყანაში მოთხოვნად და საჭირო პროფესიებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილი და უნივერსიტეტის მეგობარი კურსდამთავრებულების უნივერსიტეტისადმი გაღებული წვლილის დაფასება და ღვაწლის აღიარება მომავალი მეცენატების დაინტერესებისა და მოტივირების მიზნით.
-
წარმატებული კურსდამთავრებულების მიერ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტი ახალგაზრდობისათვის ჩატარებული საჯარო ლექცია–სემინარებისა და ტრეინინგების გზით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები ეზიარებიან უცხოურ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში მიმდინარე თანამედროვე პროგრესულ კვლევით მიმართულებებს.
-
კურსდამთავრებულებთან დიალოგის ერთ–ერთი მიზანია სამომავლო კვლევითი გეგმებისა და პროექტების, სხვადასხვა სახის ინიციატივების ხელშეწყობა უნივერსიტეტში არსებული დარგების ექსპერტიზის სფეროსა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიზნით.
-
სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტების (ძირითადად აშშ–ს) მსგავსი სტრუქტურების მუშაობის პრინციპების გაცნობა და საუკეთესო მაგალითების უნივერსიტეტში დანერგვა–ადაპტირება.
-
უნივერსიტეტისა და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის კულტურის დანერგვა. უნივერსიტეტისათვის შემოწირულობისა (სტიპენდიების დანიშვნა, აღჭურვილობის ჩუქება) და სხვადასხვა სახის სერვისის (საჯარო ლექციებისა და ტრეინინგების ჩატარება, სტუდენტების აღზრდა უცხოურ უნივერსიტეტებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ექსპერტიზა) მიწოდების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.











