![]() |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია “ჯეოსელი” წარმოგიდგენთ |
![]() |
სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს
“შემოდგომის ლეგენდა”
მწვანე მარმარილოს საიდუმლო
“შემოდგომის ლეგენდა”
მწვანე მარმარილოს საიდუმლო
ახალი სახეები...ახალი სახელები...
შენი ხელწერა...
გახდი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და მოიპოვე მთავარი პრიზი.
შენი ხელწერა...
გახდი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და მოიპოვე მთავარი პრიზი.
შენი აღმოჩენის დროა!
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - შენი უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი“ გთავაზობთ ლიტერატურულ კონკურსს. წელს კონკურსანტებს ლოპოტას ტბაზე ელიან. მწვანე მარმარილოს ზედაპირი ბევრ საიდუმლოს ფარავს. გაატარეთ შემოდგომის ორი დაუვიწყარი დღე ლოპოტაზე, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.
3-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელ.ფოსტაზე shemodgomis-legenda@tsu.ge -ზე წარმოადგინეთ:
- პროზაული ნაშრომი (ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
- შევსებული ანკეტა, რომელიც ყველა მონაწილე სასწავლებლის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული
უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს
15 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას, კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს და ლოპოტას სპეციალურ პრიზს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
I ადგილი –
1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი –
700 ლარი
III ადგილი –
500 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
შემოდგომის ლეგენდა












