ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური - ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის და მთავრდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. ბაკალავრიატში სწავლა - ბაკალავრიატში მიღების საფუძველი და სწავლის უფლება
1. აბიტურიენტებს ბაკალავრიატში სწავლის უფლება ენიჭებათ მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის პირობებში, მიღებული ქულების კოეფიციენტით რანჟირების საფუძველზე;
2. ბაკალავრიატში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ უმაღლესი განათლების მიღების უფლება იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რომელშიც მიღებული აქვთ საშუალო ან მისი ეკვივალენტური განათლება.








