1. სტუდენტის სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე დაშვების პირობაა:
- სტუდენტს სემესტრის განმავლობაში დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 21 ქულისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასწავლო კურსის სილაბუსი არ ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს.
2. სტუდენტს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება, თუ დასკვნით/განმეორებით
გამოცდაზე მიიღებს ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%–ს
3. სტუდენტი გამოცდაზე ჩაჭრილად ჩაითვლება:
3. სტუდენტი გამოცდაზე ჩაჭრილად ჩაითვლება:
- დასკვნით/განმეორებით გამოცდაეზე მიიღებს ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%–ზე ნაკლებს;
- არ გამოცხადდება დანიშნულ გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადდება და გამოცდის მსვლელობისას დატოვებს აუდიტორიას, ან მოიხსნება გამოცდიდან სხვისი ნაშრომისა თუ დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. ,,შპარგალკა“) გამოყენებისათვის;
- დატოვებს აუდიტორიას გამოცდის ჩაშლის მცდელობის ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო;
- დადგენილ ვადაში არ წარადგენს წერით ნამუშევარს;
- გამომცდელზე მუქარის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მოტყუების, თაღლითობისა და სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენებით მიიღებს შეფასებას.
4. სტუდენტს აქვს განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება:
- თუ იგი ჩაიჭრა სემესტულ დასკვნით გამოცდაზე და მისი შეფასებათა ჯამი 40 ქულაზე მეტია;
- სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ არსებობს გამოცდაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი;
- საბაკალავრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში მისი განმეორებითი წარმოდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;
- სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით დაიშვება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში, შესბამისი ფაკულტეტის მიერ დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;
- ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია;
5. სტუდენტს აქვს საგნის განმეორებით მოსმენის უფლება, თუ იგი მოაგროვებს 41 ქულაზე ნაკლებს.
6. საბოლოო შეფასება:
6. საბოლოო შეფასება:
- ”ფრიადი”(A) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 91-100;
- ”ძალიან კარგი”(B) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 81-90;
- ”კარგი”(C) – სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 71-80;
- ”დამაკმაყოფილებელი”(D) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 61-70;
- ”საკმარისი”(E) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 51-60;
- ”ვერ ჩააბარა”(FX) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 41-50;
- ”ჩაიჭრა”(F) - სემესტრული შეფასებების ქულათა ჯამი 0-40.








