თსუ-ს შესახებ
სწავლა
კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის | სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი | 2010-2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები | ბაკალავრიატი | მაგისტრატურა | დოქტორანტურა | პროფ. უმაღლესი განათლება | უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები | ელექტრონული სწავლება | სასერთიფიკატო კურსები | საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი) | სტუდენტთა სასწავლო ცხრილები | გამოცდების განრიგი | თსუ აკადემიური პერსონალი | თსუ–ის მობილობის ვაკანტური ადგილები
საწყისი გვერდი სწავლა ბაკალავრიატი საბაკალავრო პროგრამის ფორმატი

საბაკალავრო პროგრამის ფორმატი


თსუ ფაკულტეტები სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამების, ანუ სპეციალობების დიდ არჩევანს სთავაზობენ. ფაკულტეტების აბსოლუტური უმრავლესობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაეუფლოს როგორც ძირითად (ე. წ. major), ისე დამატებით (minor) სპეციალობებს. დამატებითი სპეციალობის არჩევა დასაშვებია როგორც ძირითადი ფაკულტეტის ფარგლებში, ასევე თსუ–ს სხვა ფაკულტეტებზეც (თუ აღნიშნულ დამატებით სპეციალობას რაიმე შეზღუდვა არ გააჩნია). გამონაკლისია იურიდიული და მედიცინის ფაკულტეტები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამა, სადაც სტუდენტები ეუფლებიან მხოლოდ ერთ, ე. წ. რეგულირებად სპეციალობას.
ძირითადი სპეციალობა (major) – სტუდენტისათვის მაპროფილებელი სპეციალობაა, რომელშიც მას ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭება. ძირითადი სპეციალობის განმსაზღვრელ საგნებს ეთმობა არანაკლებ 120 კრედიტისა.
დამატებითი სპეციალობა (minor) სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს. დამატებითი სპეციალობის წყალობით სტუდენტი იძენს გარკვეულ საბაზო დარგობრივ ცოდნას, ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს, რომლებიც ეხმარება მას შრომის ბაზარზე და სწავლების შემდგომ საფეხურზე. დამატებითი სპეციალობა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტისა.
შესაძლებელია ორი ძირითადი ან ერთი ძირითადი და ორი დამატებითი სპეციალობის კომბინაცია ერთი ფაკულტეტის და მონათესავე სპეციალობების (ერთი აკადემიური ხარისხის) ფარგლებში (განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ პროგრამებში). ძირითადი და დამატებითი სპეციალობის (სპეციალობების) არჩევის საკითხს წყვეტს სტუდენტი.
 
 
ბოლო განახლება: 29 ივლ'10 13:18 | გვერდების ნახვა: 5,538,099
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili