1. სტუდენტი ვალდებულია, შესაბამისი სემესტრის დაწყებამდე დადგენილ ვადებში გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია:
•
ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდა;
•
აკადემიური – სასწავლო კურსების არჩევა (ამასთანავე სტუდენმა უნდა
გაიაროს წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია – სასწავლო კურსების არჩევა
მომდევნო სემესტრისთვის).
2. სტუდენტი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება (გადახდილი სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრში გადატანა ან დაბრუნება) მოითხოვოს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში;
3. დადგენილ ვადებში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გარეშე სასწავლო პროცესში მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტს არ მიეცემა უფლება, მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაგვიანებით გავლა და მიღებული მომსახურების (შუალედური შეფასებების) აღიარება;
4. სტუდენტი უფლებამოსილია, თავის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ცვლილება შეიტანოს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.








