- ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში), გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
- ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე თსუ–ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად, არაუმეტეს 10 წლის წინ ამოირიცხნენ თსუ–დან;
• პირადი განცხადების საფუძველზე;
• თანხის გადაუხდელობის გამო;
• უცხო ქვეყანაში წასვლასთან დაკავშირებით;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;
სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;

- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი განისაზღვრება გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე.