”სასწავლო პროცესის მართვის სისტემით” სარგებლობა
სტუდენტს,
რომელიც დაშვებულია სისტემაში, ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი
კომპიუტერიდან შეუძლია შევიდეს თსუ-ს ინტერნეტ გვერდზე:
http://www.sms.tsu.ge საკუთარი სახელის, გვარისა და პაროლის მითითებით.სტუდენტი პაროლს იღებს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.
პაროლის აღსადგენად სტუდენტს შეუძლია მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
კომპიუტერით სარგებლობა შესაძლებელია უნივერსიტეტის მაღლივ (X) და II კორპუსის რესურს-ცენტრებში.
სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში შეიძლება შემდეგი მომსახურებით სარგებლობა:
სასწავლო ბარათი: სტუდენტს შეუძლია ნახოს მის მიერ არჩეული საგნები, მიღებული შეფასებები და დაგროვილი კრედიტები.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირება: სტუდენტს ეცნობება, რას არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ არჩეული დისციპლინების კრედიტების ჯამი და წარედგინება საგნების ჩამონათვალი, საიდანაც მან უნდა აირჩიოს მიმდინარე სემესტრში შესასწავლი საგნები. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე სტუდენტს კონსულტაციას გაუწევს ტუტორი და პროგრამის კოორდინატორი.
სასწავლო პროგრამა: სტუდენტს შეუძლია გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ სპეციალობათა ნუსხას, მოკლე ინფორმაციას თითოეული სპეციალობის შესახებ და შესაბამის დისციპლინათა ჩამონათვალს.
სილაბუსი: სტუდენტს შეუძლია გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო კურსების სილაბუსებს.
სპეციალობათა არჩევა: სასწავლო პროცესის მართვის სისტემა სტუდენტს საშუალებას აძლევს აირჩიოს ან შეცვალოს ძირითადი (major) და დამატებითი (minor) სპეციალობები (გამონაკლისია ე.წ. რეგულირებადი დარგები, რომლებიც ძირითადი და დამატებითი სპეცალობების კომბინირების საშუალებას არ იძლევა).











