თსუ-ს შესახებ
სწავლა
კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის | სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი | 2010-2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები | ბაკალავრიატი | მაგისტრატურა | დოქტორანტურა | პროფ. უმაღლესი განათლება | უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები | ელექტრონული სწავლება | სასერთიფიკატო კურსები | საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი) | სტუდენტთა სასწავლო ცხრილები | გამოცდების განრიგი | თსუ აკადემიური პერსონალი | თსუ–ის მობილობის ვაკანტური ადგილები
საწყისი გვერდი სწავლა ბაკალავრიატი სტუდენტის სტატუსის შეჩერება

სტუდენტის სტატუსის შეჩერება


სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
  1. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
  2. აკადემიური შვებულება;
  3. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, სტატუსის ავტომატურ რეჟიმში შეჩერებისას, სემესტრების ათვლა გრძელდება და სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომელშიც გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას.

სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა:
ა) უცხოეთში სწავლის გაგრძელებისას, არაუმეტეს სამი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროგრამის მეტი ხანგრძლივობა;
ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
გ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით;
დ) ორსულობისა და ახალშობილთა მოვლის გამო (არაუმეტეს 2 სემესტრისა);
ე) სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად.
 აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;

 
 
ბოლო განახლება: 29 ივლ'10 13:18 | გვერდების ნახვა: 5,538,285
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili