- თსუ-ს სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
- სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელის სწავლის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასწავლო გრანტის ოდენობასა და სწავლების გადასახადს შორის სხვაობის გათვალისწინებით;
- თსუ–ში 2009 წლამდე ბაკალავრიატში ჩარიცხულ სტუდენტთათვის სწავლის სემესტრული საფასური ყველა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე განისაზღვრება 750 ლარით.
- 2009–2010 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთათვის სწავლის სემესტრული საფასური ყველა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე განისაზღვრება 1125 ლარით.
- სტუდენტს, რომელთანაც პრეფერენციული ტარიფითაა გაფორმებული ხელშეკრულება, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში უნარჩუნდება ხელშეკრულებით დადგენილი სწავლის საფასური;
- დამატებით სემესტრში, მიმდინარე წელს, სწავლის საფასური განისაზღვრება ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე, არჩეული საგნების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად.
• სემესტრში დაგეგმილი საგამანათლებლო პროგრამის სრულად განმეორებისას 750 ლარით;
• ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას – სასწავლო კურსისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად, ყოველ კრედიტზე 25 ლარის ოდენობით;
• ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას – სასწავლო კურსისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად, ყოველ კრედიტზე 25 ლარის ოდენობით;
- სტუდენტი, რომელიც სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში არ მოითხოვს რეგისტრაციის გაუქმებას, კარგავს თანხის დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში მისი გამოყენების მოთხოვნის უფლებას.
- სახელმწიფო სასწავლო გრანტი - 30%,50%,70%, 100%
- სოციალური დაფინანსება - (განათლების სამინისტრო და თბილისის მერია)
- პრეზიდენტის სტიპენდია
- ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდი








