თსუ-ს დოქტორანტურაში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.
I.საბუთების მიღება
დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისათვის.
კონკურსანტი ვალდებულია მიმღებ კომისიაში წარადგინოს:
II. საკონკურსო გამოცდაზე დაშვების წინაპირობები
კონკურსანტი, რომელიც დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს საბუთებს მიმღებ კომისიასთან, აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს დაიშვება საკონკურსო გამოცდაზე უცხო ენაში.
კონკურსანტი, რომელიც ქართულენოვან პროგრამაზე აპირებს სწავლას და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.
- დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, აგრეთვე რეზიდენტურის კურსდამთავრებულს.
I.საბუთების მიღება
დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისათვის.
კონკურსანტი ვალდებულია მიმღებ კომისიაში წარადგინოს:
- განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
- განაცხადის შევსებული ფორმა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში მითითებული სხვა დოკუმენტები.
- კონკურსანტი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
II. საკონკურსო გამოცდაზე დაშვების წინაპირობები კონკურსანტი, რომელიც დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს საბუთებს მიმღებ კომისიასთან, აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს დაიშვება საკონკურსო გამოცდაზე უცხო ენაში.
კონკურსანტი, რომელიც ქართულენოვან პროგრამაზე აპირებს სწავლას და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.
- უცხო ენის გამოცდაში დადებითი შეფასებისთვის საჭირო დონე განისაზღვრება სადოქტორო პროგრამით.
- უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტრებელ სერთიფიკატს ან/და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს.
- კონკურსანტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას უცხო ენაში დაიშვება გასაუბრებაზე.
- კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას ჩაირიცხებიან დოქტორანტურაში.








