- დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის ფორმულირება ხდება ერთიანი პრინციპით: კონკრეტული დარგის (ინტერდისციპლინური სფეროს) სახელწოდება ნათესაობითი ბრუნვის ფორმით + დოქტორი (მაგალითად, ფილოსოფიის დოქტორი, ფიზიკის დოქტორი, სამართლის დოქტორი და სხვ.).
- დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ.








