ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური, რომელიც მიზნად ისახავს ბაკალავრიატის დონეზე შეძენილი ზოგადი განათლების კონკრეტულ და სიღრმისეულ განვრცობას, სტუდენტისთვის სამეცნიერო კვლევისა და ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე პრობლემის დასმის, საჭირო რესურსების მოძიების, მისი კოპლექსურად შესწავლისა და გადაჭრის უნარ–ჩვევების შეძენას და მთავრდება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.







