- თსუ-ს მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.
- კონკურსზე დაშვებულ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
- მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს.
- მაგისტრატურაში მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ, მხოლოდ შემოდგომის სემესტრში.
- საბუთების მიღების ვადები ყოველ სემესტრში მტკიცდება თსუ-ს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით.
- საბუთების მიღებას ახორციელებს ფაკულეტეტების მიმღები კომისიები.
საბუთების ნუსხა
კონკურსანტი ვალდებულია დადგენილ ვადებში მიმღებ კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა);
- განაცხადის შევსებული ფორმა (განაცხადის ფორმა);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეულ ვადებში არ ესწრება დიპლომის გაცემა, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შესახებ);
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- სამხედრო ბილეთის ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე;
- მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო ბარათის ასლი;
- ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა;
(შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება).
.
II. საკონკურსო გამოცდებზე დაშვების წინაპირობები
- ერთიანი სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვეაში, მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება თსუ–ს მიერ ორგანიზებულ სამაგისტრო გამოცდებზე, თითოეული სამაგისტრო პროგრამის წინაპირობების გათვალისწინებით.
- კონკურსანტი, რომელიც ქართულენოვან პროგრამაზე აპირებს სწავლას და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.
- კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს, ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში.
- მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩატარების მიზნით, უნივერსიტეტში იქმნება საფაკულტეტო დარგობრივი კომისიები.
- კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით, იქმნება სააპელაციო კომისია.








