
- მაგისტრატურაში სწავლისას მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი, რომელიც სრულდება მაგისტრატურაში სწავლისათვის განსაზღვრული IV სემესტრის განმავლობაში.
- კრედიტების წლიური დასაშვები ნორმა არის 60 კრედიტი (სემესტრში 25-35/30-30 კრედიტის ოდენობით);
- მე IV სემესტრის სტუდენტს უფლება აქვს, 120 კრედიტის შესასრულებლად დააგროვოს არაუმეტეს 35 კრედიტი;
- მე IV სემესტრის სტუდენტს, რომელმაც მობილობის ფარგლებში უცხოეთის უსდ–ში გაიარა სემესტრი და ვერ მოიპოვა ოც კრედიტზე მეტი, უფლება აქვს, 120 კრედიტის შესასრულებლად დააგროვოს არაუმეტეს 40 კრედიტი.
- სტუდენტებს, რომლებიც დადგენილ ვადაში ვერ მოიპოვებენ შესაბამის აკადემიურ ხარისხს, უფლება აქვთ, თვითდაფინანსების გზით დაასრულონ სასწავლო პროგრამა მომდევნო, არაუმეტეს, ოთხი სემესტრის მანძილზე.








