სამაგისტრო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტის ბაზაზე, საქართველოს სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით. პროგრამას შეიძლება ჰყავდეს ქართველი და უცხოელი თანახელმძღვანელი. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს პარტნიორი უნივერსიტეტის (სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის) პროფესორი (მკვლევარი), რომელიც გარკვეული პერიოდულობით ჩამოდის და სტუდენტებს უკითხავს ინტენსიურ სალექციო კურსს/კურსებს ან მათ სთავაზობს დისტანციურ სწავლებას. პარტნიორი უნივერსიტეტის (სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის) პროფესორი (მკვლევარი) ხელმძღვანელობს / თანახელმძღვანელობს სამაგისტრო ნაშრომს/ნაშრომებს. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების გაცვლას და ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭებას.








