- სტუდენტის სემესტრულ საბოლოო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულაა 31, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სასწავლო კურსის სილაბუსი არ ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს, მაგრამ არანაკლებ 21 ქულისა; - სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:
- დანიშნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადება და გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;
- გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. “შპარგალკა”) გამოყენება;
- აუდიტორიიდან გაძევება გამოცდის ჩაშლის მცდელობის ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო;
- გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლების მიღება;
- დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება ან გამოცდაზე უარის თქმა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითითებითა და დასაბუთებით;
- გამოცდის განმეორებით ჩაბარების პირობები:
- თუ იგი ჩაიჭრა სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე და მისი შეფასებათა ჯამი 40 ქულაზე მეტია;
- თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი;
- სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით დაიშვება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;
- ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია.
- სტუდენტის შეფასება:
- დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს;
- მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების წერითი ნამუშევრები ფასდება 100- ქულიანი სისტემით
- თუ შეფასებას რამდენიმე გამომცდელი ახდენს, საბოლოო შეფასება საშუალო არითმეტიკულია.








