- სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
- აკადემიური შვებულება;
- სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
- სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა:
- უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით, არაუმეტეს სამი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროგრამის მეტი ხანგრძლივობა;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
- მძიმე ავადმყოფობის მიზეზით;
- ორსულობისა და ახალშობილთა მოვლის გამო (არაუმეტეს 2 სემესტრისა);
- სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება დამატებითი სემესტრის სტუდენტზეც.
- აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, საიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;
- ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, სტატუსის ავტომატურ რეჟიმში შეჩერებისას, სემესტრების ათვლა გრძელდება და სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომელშიც გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას.
- სდუტენტს გაცდენილი სემესტრი ჩაეთვალება საპატიოდ პუნქტში – სტუდენტის აკადემიური შვებულება – მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით