თსუ-ს შესახებ
სწავლა
კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის | სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი | 2011–2012 სასწავლო წლის ვადები | ”სასწავლო პროცესის მართვის სისტემით” სარგებლობა | რეზიდენტურა | დოქტორანტურა | პროფ. უმაღლესი განათლება | უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები | ელექტრონული სწავლება | უწყვეტი განათლება | სტუდენტთა სასწავლო ცხრილები | გამოცდების განრიგი | თსუ აკადემიური პერსონალი

ცოდნა და გაცნობიერება

  • სახვითი ხელოვნებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარების ისტორიის ზოგადი ცოდნა;
  • სახვითი ხელოვნების ძირითადი, ტრადიციული დარგების (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა) და გამოყენებითი ხელოვნების დარგების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების, ამოცანების და სტილისტიკის გარჩევა;
  • სტუდენტი კარგად იცნობს დაზგური მხატვრობისთვის საჭირო მრავალფეროვან მასალას, მისი სწორად გამოყენების თეორიულ მეთოდიკას;
  • დეკორატიულ-გამოყენებითი  ხელოვნების   დარგებისთვის (ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება, დეკორატიული ქსოვილის დიზაინი, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი) აუცილებელ სამუშაო ინსტრუმენტებს და დამხმარე მოწყობილობას, ასევე მასალას, რომლის დიზაინერულ გაფორმებაზე უხდება მხატვარს მუშაობა;
  • მხატვრობის ტრადიციული მეთოდების ცოდნასთან ერთად სტუდენტი იცნობს თანამედროვე ტექნოლოგიებს სახვითი და დიზაინერული აზროვნების სფეროში – კერძოდ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელიც ამ სფეროს ემსახურება;
  • სტუდენტს კარგად ესმის ზოგადად მხატვრობის სპეციფიკა და ამ სფეროში შეფასების კრიტერიუმების არაერთგვაროვნება – აცნობიერებს, რომ როგორც ხელოვნების ნიმუშის, ასევე მხატვრული და დიზაინერული იდეის და მისი კონკრეტული ამოცანის და გარემოსთვის მისადაგების შეფასებისას უნდა გაიმიჯნოს დარგობრივი თუ სტილისტური კანონიკა და შემოქმედების თავისუფლება;
  • შეძენილი აქვს სახვითი ხელოვნებისთვის ფუნდამენტური ცოდნა ფერის, ფორმის, ჩრდლისა და განათების, სივრცისა და სასურათე სიბრტყის ურთიერთდამოკიდებულების, მხატვრული იდეის და თემატიკის შემოქმედების  საბოლოო პროდუქტთან
  • დაკავშირების შესახებ;
  • ესმის და აცნობიერებს სახვით ხელოვნებაში
  • და დიზაიში კომპოზიციური აზროვნების მნიშვნელობას; აქვს მხატვრული კომპოზიციის სხვა და სხვა დარგში და მასალაში სტილისტური და მიზნობრივი დატვირთვის გათვალისწინებით გამოყენების ცოდნა.   
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:57 | გვერდების ნახვა: 37,414,616
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili