თსუ-ს შესახებ
სწავლა
კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის | სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი | 2011–2012 სასწავლო წლის ვადები | ”სასწავლო პროცესის მართვის სისტემით” სარგებლობა | რეზიდენტურა | დოქტორანტურა | პროფ. უმაღლესი განათლება | უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები | ელექტრონული სწავლება | უწყვეტი განათლება | სტუდენტთა სასწავლო ცხრილები | გამოცდების განრიგი | თსუ აკადემიური პერსონალი

ზოგადი / ტრანსფერული უნარები


  • ტექნოლოგიური  მოწყობილობების და  ტექნიკის გამოყენებისა  და  ინფორმაციის  მენეჯმენტის უნარი ვითარდება   თანამედროვე  კომპიუტერული  ტექნოლოგიების  და  პროგრამების   სწავლების გვერდით.  მითუმეტს,  რომ  მხატვრობის  და დიზაინის  სფეროში  ასათვისებელი  პროგრამები უფრო რთული  და  ტევადია,  ვიდრე  უბრალო საინფორმაციო პროგრამები.
  • სტუდენტი ინფორმაციას  იღებს  აგრეთვე სასწავლო  და დამხმარე ლიტერატურიდან,  რომლის  ნაწილი  კლასიკური სახვითი  ხელოვნების  და მისი  განვითარების შესწავლას ემსახურება – აქედან გამომდინარე მას განსხვავებული  ინფორმაცია  მიეწოდება  სხვადასხვა  ჭრილში  და  მათი  შეჯერების  და გაანალიზების  უნარი  უვითარდება  ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენების  ჩვევასთან  ერთად.
  • მშობლიურ  ენაზე  ზეპირი  და  წერითი კომუნიკაციის  უნარს  სტუდენტი  სასტარტო პოზიციიდან  ფლობს  (პროგრამაზე  დაშვების წინაპირობაა  ეეგ  გამარტივებული  წესით);
  • მნიშვნელოვანია  ინგლისური  ენის  ფლობა, რადგან  თანამედროვე  დიზაინის  სამყაროში (დიზაინი ყოველთვის გულისხმობს დიდი დოზით ნოვაციას)  მის გარეშე  მიღებული ინფორმაია მწირი იქნება.
  • მხატვრობის წმნიდა ინდივიდუალისტური სფეროების  გამოკლებით  (დაზგური  ფერწერა და გრაფიკა და  ა.შ.)  ინტერდისციპლინარულ ჯგუფში მუშაობის   ჩვევას   სტუდენტი  ეუფლება  დიზაინის  (ტანსაცმლის  მოდელირება)  და განსაკუთრებით  კინოსა და თეატრის მხატვრობის შესწავლისას;
  • ავტონომიურად  მუშაობის  უნარი  მხატვრის მოღვაწეობის  ქვაკუთხედია  ყველა  დარგში (ინტერდისციპლინარულ ჯგუფში მუშაობის   ჩათვლით).
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:57 | გვერდების ნახვა: 37,414,704
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili