- სახვითი ხელოვნებისა განვითარების ისტორიის ზოგადი ცოდნა;
- სახვითი ხელოვნების ძირითადი, ტრადიციული დარგების (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა) და გამოყენებითი ხელოვნების დარგების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების, ამოცანების და სტილისტიკის გარჩევა;
- სტუდენტი კარგად იცნობს დაზგური მხატვრობისთვის საჭირო მრავალფეროვან მასალას, მისი სწორად გამოყენების თეორიულ მეთოდიკას;
- მხატვრობის ტრადიციული მეთოდების ცოდნასთან ერთად სტუდენტი იცნობს თანამედროვე ტექნოლოგიებს სახვითი და დიზაინერული აზროვნების სფეროში – კერძოდ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელიც ამ სფეროს ემსახურება;
- სტუდენტს კარგად ესმის ზოგადად მხატვრობის სპეციფიკა და ამ სფეროში შეფასების კრიტერიუმების არაერთგვაროვნება – აცნობიერებს, რომ როგორც ხელოვნების ნიმუშის, ასევე მხატვრული და დიზაინერული იდეის და მისი კონკრეტული ამოცანის და გარემოსთვის მისადაგების შეფასებისას უნდა გაიმიჯნოს დარგობრივი თუ სტილისტური კანონიკა და შემოქმედების თავისუფლება;
- შეძენილი აქვს სახვითი ხელოვნებისთვის ფუნდამენტური ცოდნა ფერის, ფორმის, ჩრდლისა და განათების, სივრცისა და სასურათე სიბრტყის ურთიერთდამოკიდებულების, მხატვრული იდეის და თემატიკის შემოქმედების საბოლოო პროდუქტთან დაკავშირების შესახებ;













