თსუ-ს შესახებ
სწავლა
კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის | სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი | 2011–2012 სასწავლო წლის ვადები | ”სასწავლო პროცესის მართვის სისტემით” სარგებლობა | რეზიდენტურა | დოქტორანტურა | პროფ. უმაღლესი განათლება | უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები | ელექტრონული სწავლება | უწყვეტი განათლება | სტუდენტთა სასწავლო ცხრილები | გამოცდების განრიგი | თსუ აკადემიური პერსონალი
საწყისი გვერდი სწავლა პროფ. უმაღლესი განათლება სახვითი ხელოვნება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება / პრაქტიკული უნარები

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება / პრაქტიკული უნარები


  • პრაქტიკული უნარების გამომუშავება პროგრამისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს  და საგნების უმრავლესობა ამ საქმეს ემსახურება;
  • დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, აგრეთვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების ესკიზებზე სამუშაოდ საჭირო მასალების, ინსტრუმენტებისა და დამხმარე ინვენტარის პრაქტიკაში  სწორად და ოპტიმალურად გამოყენების უნარ-ჩვევები;
  • სტუდენტი სრულყოფილად ფლობს აკადემიური ხატვის ტექნიკას და ხერხებს – შეუძლია ნებისმიერი სირთულის მოდელის სწორი კონსტრუქციული გადმოტანა სასურათე სიბრტყეზე
  • და მისი შემდგომი შუქ-ჩრდილული დამუშავება;
  • სტუდენტი ფლობს ზეთის ფერწერის, აკვარელის, ტემპერისა და გუაშის ტექნიკას. მას შეუძლია ამ სახეობის საღებავების მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენება დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში (სასურათე სიბრტყის მასალისა და დანიშნულების მიხედვით მათი სწორად შერჩევიდან ტექნიკური და სტილისტური ნიუანსების შეჯერებამდე) და გრაფიკაში; გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების ესკიზების შესაქმნელად;
  • შეუძლია სხვა და სხვა სამხატვრო ტექნიკის სინთეზისა ან მათი სამუშაოს შესრულების ეტაპების მიხედვით მონაცვლეობის მეშვეობით შექმნას მხატვრული პროდუქცია და შეასრულოს გაფორმებითი ხასიათის მხატვრული სამუშაო;
  • ტანსაცმლის დიზაინის სფეროში სტუდენტს შეუძლია ინდივიდუალური თემის არჩევისას შესაქმნელი კოსტიუმის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნის ბაზაზე  შერეული ტენიკის გამოყენებით შექმნას კოლექციის ესკიზური  ვარიანტი; საკოლექციო მოდელირების კომპოზიციის საფუძველზე კოსტუმის საბაზისო კონსტრუქციის აგება და მასალაში შესრულება;
  • დეკორატიული  ქსოვილის  დიზაინის  დარგში
  • შესრულებული  კომპოზიციური  ესკიზების საფუძველზე  შეუძლია  გადაიტაქნოს შაბლონზე და ქსოვილის  რთული  სპეციფიკური  ტექნიკის  გამოყენებით  მასალაში  შეასრულოს გობელენი და ბატიკა;
  • თანამედროვე  კომპიუტერული  ტექნოლოგიების და პროგრამების (Adobe Photoshop, CorelDrow, AdobeIllusrator) ცოდნის  საფუძველზე  შეუძლია იმუშაოს  მაკეტზე  და  მხატვრულად  გააფორმოს ნებისმიერი  ნაბეჭდი  პროდუქცია,  აგრეთვე გამოიყენოს  ეს  პროგრამები  დამოუკიდებელი მხატვრული  და  დიზაინერული  პროდუქციის შესაქმნელად.
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 12:57 | გვერდების ნახვა: 37,414,978
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili