“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებისა და “სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის” დამტკიცების საფუძველზე 2010 წლის 1 დეკემბრიდან, შესყიდვები ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი შესყიდვის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
შესყიდვის საშუალებები:
ელექტრონული ტენდერი და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ცხადდება სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელშიც შემსყიდველმა ელექტრონულად უნდა ატვირთოს სისტემაში სატენდერო დოკუმენტაცია და დაელოდოს მიმწოდებელთა წინადადებებს, რომლებიც დარეგისტრირებული უნდა იყვნენ ამავე სისტემაში. სისტემაში შესვლა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდის მეშვეობით (http://procurement.gov.ge). აქვე შეიძლება ელექტრონულ შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა ნორმატიული აქტის გაცნობა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტების ერთგაროვნების დადგენის წესი, სადაც გამოყოფილია ახალი კლასიფიკატორის 45 ძირითადი ჯგუფი და დანაყოფები (CPV კოდი, რომელშიც შედის 94000-ზე მეტი პოზიცია). მხოლოდ აღნიშნული კლასიფიკატორით ხორციელდება საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების ერთგვაროვნების დადგენა. კლასიფიკატორის გაცნობაც შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ ვებგვერდზე.
CPV კოდების საშუალებით უნდა განისაზღვროს და დაიგეგმოს წლის განმავლობაში შესასყიდი საქონელი, მომსახურებები, სამუშაოები და ჩამოყალიბდეს კონკრეტულ შესყიდვაზე მოთხოვნა. განაცხადი დაგეგმილ შესყიდვაზე განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო პროცედურების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ცენტრალურ ადმინისრაციაში. დაუგეგმავი შესყიდვა განიხილება როგორც გადაუდებელი აუცილებლობა და საჭიროებს შეთანხმებას ზემდგომ ორგანოებთან.
ამრიგად, ელექტრონული საშუალებით შესყიდვების განხორციელება წარმოადგენს რა უაღრესად თანამედროვე და პროგრესულ წესს, მაქსიმალურად ზღუდავს დაუგეგმავ და წინასწარ გაუთვალისწინებელ შესყიდვებს. ამჟამად, თსუ შესყიდვების განყოფილება, სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, ახალი კლასიფიკატორის საფუძველზე, ამუშავებს 2011 წლის შესყიდვების გეგმის პროექტს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, კიდევ ერთხელ გადაისინჯოს სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტება ან დამატება წარმოდგენილ იქნას ა/წ 30 დეკემბრამდე, საფინანსო დეპარტამენტში (ტ. 22 78 62).
შესყიდვის საშუალებები:
- ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის (საანგარიშო წლის განმავლობაში) ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის პროცედურებს და მის განხორციელებას ესაჭიროება არანაკლებ 40 დღისა.
- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი (საანგარიშო წლის განმავლობაში) ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის გათვალისწინებულ პროცედურებს. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის პროცედურებს ესაჭიროება არანაკლებ 15 დღისა.
- გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვა – 5 000 ლარამდე განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა (საანგარიშო წლის განმავლობაში).