ინსტიტუციური აკრედიტაციისათვის
(საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მასალების პროექტი)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, და აგრეთვე, დარგში გასატარებელი რეფორმების უზრუნველსაყოფად, იწყებს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პირველ ეტაპს – ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელსაც მოყვება მეორე ეტაპი – საპროგრამო აკრედიტაცია. ინსტიტუციური აკრედიტაციის განსახორციელებლად აუცილებელია უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი. წარმოდგენილი ინფორმაციის კვალდაკვალ სამინისტროს მიერ სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ეწვევიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ადგილზე შეამოწმებენ წარმოდგენილი ინფორმაციის კორექტულობას.
სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა “საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის” პროექტი, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი ფილიალები გაივლიან დამოუკიდებელ ინსტიტუციურ აკრედიტაციას.
საგანმანათლებლო დაწესებულებათა სააკრედიტაციო საბჭოს მიერ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ინსტიტუციური აკრედიტაცია.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” და ერთიანი ეროვნული გამოცდების სქემა ითვალისწინებს შემდეგ რეჟიმებს უმაღლესი სასწავლებლების მიერ აკრედიტაციაში მონაწილეობისა და გავლისა:
1. ყველა აკრედიტებული დაწესებულება განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა მიიღებს სახელმწიფო ნიმუშის აკრედიტაციის სერთიფიკატს;
2. ყველა აკრედიტებულ დაწესებულებას, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ის სტუდენტები, ვინც ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი;
3. ყველა აკრედიტებული დაწესებულების, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, სტუდენტი სწავლის პერიოდში თავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან.
ა. იმ შემთხვევაში, თუკი კერძო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი განათლების დაწესებულება უარს აცხადებს აკრედიტაციაში მონაწილეობაზე, სახელმწიფო არ აღიარებს მის დიპლომს, სახელმწიფო გრანტი ასეთ დაწესებულებაში ვერ განთავსდება, სამხედრო სამსახურის გადავადების შეღავათი ამ დაწესებულების სტუდენტებზე არ გავრცელდება.
ბ. იმ შემთხვევაში, თუკი კერძო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი განათლების დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას აკრედიტაციაში, და ვერ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, სახელმწიფო მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღიარებს მის დიპლომს, სახელმწიფო გრანტი ასეთ დაწესებულებაში ვერ განთავსდება, სამხედრო სამსახურის გადავადების შეღავათი მათზე არ გავრცელდება. 2005 წელს ეს დაწესებულება ვერ მიიღებს ახალ სტუდენტებს, ხოლო თუკი ის ამ წესს არ დაემორჩილა, სახელმწიფო ავტომატურად წყვეტს მისი დიპლომის აღიარებას. ეს რეჟიმი გაგრძელდება მაქსიმუმ 2 წელი, რომლის განმავლობაში დაწესებულება ვალდებულია წარმატებით გაიაროს აკრედიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი დაწესებულება გადადის ა. პუნქტში აღწერილ რეჟიმში.
გ. იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას აკრედიტაციაში, და ვერ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, 2005 წელს ეს დაწესებულება ვერ მიიღებს ახალ სტუდენტებს ვერც საბიუჯეტო და ვერც არასაბიუჯეტო ფაკულტეტებზე. ამავე დროს სახელმწიფო აგრძელებს მე-2 და ყველა მომდევნო კურსის სტუდენტის დაფინანსებას არსებული წესით. სამხედრო სამსახურის გადავადების შეღავათი ამ დაწესებულების სტუდენტებზე არ გავრცელდება. ეს რეჟიმი გაგრძელდება მაქსიმუმ 2 წელი, რომლის განმავლობაში დაწესებულება ვალდებულია გაიაროს აკრედიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო განიხილავს ასეთი დაწესებულების ლიკვიდაციის საკითხს.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის ზრდას.
საკონსულტაციო შეხვედრები კითხვარის შევსებასთან, ინსტიტუციურ აკრედიტაციასთან და კითხვარის შევსების ვადებთან დაკავშირებით გაიმართება სამინისტროში.
29 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე: თბილისის გარეთ განთავსებული უმაღლესი დაწესებულებები წარმომადგენელთათვის;
2 ნოემბერს 14:00 სთ-ზე: თბილისში განთავსებული უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის.
საკონტაქტო პირი: ნინო ჩუბინიძე, ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ტ.: 95-91-17
თვითშეფასების კითხვარის შევსების შესახებ დამატებით გაცნობებთ უახლოეს დღეებში.
დანართი: 8 ფურცელი
ალექსანდრე ლომაია,
მინისტრი
თვითშეფასების კითხვარი
(პროექტი)
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური აკრედიტაციისათვის
სარჩევი
1. ზოგადი ინფორმაცია
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება
3. სასწავლო, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალი
4. სტუდენტები
5. მატერიალურ -ტექნიკური ბაზა
6. დაწესებულების ინფორმატიზაცია
7. სტუდენტთა სოციალური დაცვა
8. აღმზრდელობითი და სპორტული მუშაობა
9. სამეცნიერო მუშაობა
10. სტუდენტთა თვითმმართველობა
შენიშვნა: თვითშეფასების ანგარიშში შესატანი ყოველი ინფორმაცია არსებითია და მისი რომელიმე ნაწილის გამოტოვება, თუ ის არ არის აღნიშნული ვარსკვლავით, ნიშნავს, რომ ანგარიში არასრულყოფილია და იგი უბრუნდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
N |
შეკითხვა |
პასუხი |
შენიშვნა |
1. ზოგადი ინფორმაცია
1.1 |
დაწესებულების ოფიციალური დასახელება |
|
|
1.2 |
მისამართი |
|
|
1.3 |
ტელეფონი |
|
|
1.4 |
ფაქსი |
|
|
1.5 |
ელექტრონული ფოსტა |
|
|
1.6 |
ვებ -გვერდი |
|
|
1.7 |
იურიდიული სტატუსი (საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირი) |
|
|
1.8 |
დაფუძნების თარიღი და იურიდიული საბუთი |
|
|
1.9 |
მოქმედი წესდების მიღების თარიღი |
|
|
1.10 |
ძირითადი ერთეულების და ფილიალების ჩამონათვალი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობის ჩვენებით (იხ. ფორმა 1) |
|
|
1.11 |
აკადემიური დისციპლინების ჩამონათვალი* |
|
|
1.12 |
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი* |
|
|
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საფინანსო უზრუნველყოფა
2.1 |
დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ლარიDD |
|
|
2.2 |
დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ლარი |
|
|
2.3 |
სასწავლო გრანტები, ლარი* |
|
|
2.4 |
სამეცნიერო გრანტები ლარი* |
|
|
2.5 |
დაფინანსება სახელმწიფო პროგრამებიდან, ლარი* |
|
|
2.6 |
დაფინანსება საერთაშორისო პროგრამებიდან, ლარი* |
|
|
2.7 |
შემოსავლები ფასიანი სექტორიდან, ლარი |
|
|
2.8 |
შემოსავლები საკონსულტაციო და სამეცნიერო მომსახურებიდან ლარი |
|
|
2.9 |
დაფინანსება სხვა წყაროებიდან (მითითებით), ლარი |
|
|
3. სასწავლო, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალი
3.1 |
პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა |
|
|
3.2 |
მ.შ. სრულ შტატში |
|
|
3.3 |
მეცნიერებათა დოქტორი |
|
|
3.4 |
65 წელზე ზევით |
|
|
3.5 |
50-65 წლის |
|
|
3.6 |
35-50 წლის |
|
|
3.7 |
35 წლამდე ასაკის |
|
|
3.8 |
მეცნიერებათა კანდიდატი |
|
|
3.9 |
65 წელზე ზევით |
|
|
3.10 |
50-65 წლის |
|
|
3.11 |
35-50 წლის |
|
|
3.12 |
35 წლამდე ასაკის |
|
|
3.13 |
მასწავლებლები |
|
|
3.14 |
ადმინისტრაციის შტატი |
|
|
3.15 |
დამხმარე პერსონალის (ლაბორანტები, ტექნიკოსები, პრეპარატორები, სანიტარები და სხვა) რაოდენობა |
|
|
3.16 |
შტატში მომუშავეთა ჯამური აკადემიური დატვირთვა* |
|
|
3.17 |
შემთავსებელთა რაოდენობა და ჯამური აკადემიური დატვირთვა* |
|
|
3.18 |
ბოლო 5 წლის განმავლობაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მსმენელთა რიცხოვნება* |
|
|
3.19 |
მ.შ. საზღვარგარეთ* |
|
|
4. სტუდენტები
4.1 |
სტუდენტთა საერთო რაოდენობა |
|
|
4.2 |
მ.შ. დღის დასწრებული სწავლების |
|
|
4.3 |
საღამოს სწავლების |
|
|
4.4 |
დაუსწრებელი სწავლების |
|
|
4.5 |
ბაკალავრიატის სტუდენტები |
|
|
4.6 |
მაგისტრანტები |
|
|
4.7 |
ასპირანტები და დოქტორანტები |
|
|
4.9 |
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა |
|
|
4.10 |
მიმდინარე სასწავლო წელს პირველ კურსზე მიღებული სტუდენტების რაოდენობა |
|
|
4.11 |
აბიტურიენტთა განცხადებების რაოდენობა |
|
|
4.12 |
მიმდინარე სასწავლო წელს ამორიცხულ სტუდენტთა რაოდენობა |
|
|
4.13 |
კურსდამთავრებულთა რაოდენობა |
|
|
4.14 |
მ.შ. ბაკალავრიატის |
|
|
4.15 |
კურსდამთავრებულთა % 1 კურსზე მიღებულებთან |
|
|
4.16 |
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა (ადგილები/ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა რაოდენობაზე) |
|
|
4.17 |
კურსდამთავრებულთა დასაქმება დამთავრებიდან ორი წლის განმავლობაში |
|
|
5. მატერიალურ -ტექნიკური ბაზა
5.1 |
დაკავებული მიწის ფართობი, კვ.მ |
|
|
5.2 |
შენობების ჩამონათვალი და ფართობები, კვ.მ, მათი საკუთრების ფორმა |
|
|
5.3
|
სალექციო აუდიტორიებიც რაოდენობა, დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, ჯამური ფართი, მ2 |
|
|
5.4 |
სალექციო აუდიტორიების ჯამური ტევადობა |
|
|
5.5 |
ლაბორატორიების ჯამური ფართი, მ2 |
|
|
5.6 |
ერთ სტუდენტზე მოსული აუდიტორიების და ლაბორატორიების ფართობი, მ2 |
|
|
5.7 |
ექსპერიმენტული და დამხმარე საწარმოთა ჩამონათვალი და ძირითადი მაჩვენებელი |
|
|
5.8 |
შრომისუსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენურიმდგომარეობის შესახებდოკუმენტაციისჩამონათვალიდაასლები |
|
|
6. დაწესებულების ინფორმატიზაცია
6.1 |
პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა |
|
|
6.2 |
საკუთარი ქსელის ტევადობა |
|
|
6.3 |
ინტერნეტის სიჩქარე და მომხმარებელთა რაოდენობა |
|
|
6.4 |
გამამრავლებელი აპარატურის რაოდენობა |
|
|
6.5 |
ბიბლიოთეკის ფონდი, შენახვის ერთეული |
|
|
6.6 |
ბიბლიოთეკების ჩამონათვალი მისამართის, და საერთო ფართობის, მ2 ჩვენებითM |
|
|
6.7 |
სამკითხველო დარბაზებში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა |
|
|
6.8 |
ბიბლიოთეკების აბონენტთა რაოდენობა |
|
|
6.9 |
წელიწადში გატანილი ერთეულების რაოდენობა |
|
|
7. სტუდენტთა სოციალური დაცვა
7.1 |
სტიპენდიანტთა რაოდენობა |
|
|
7.2 |
სტიპენდიების ჯამური მოცულობა, ლარი |
|
|
7.3 |
საერთო საცხოვრებელის ჩამონათვალი მისამართის და ადგილების რაოდენობის მითითებით |
|
|
7.5 |
სასადილოებსა და ბუფეტებში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა |
|
|
7.5 |
მედპუნქტების ჩამონათვალი მისამართისა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობის მითითებით |
|
|
8. აღმზრდელობითი და სპორტული მუშაობაGQ
8.1 |
სპორტული დარბაზების საერთო ფართი, მ2 |
|
|
8.2 |
სტადიონების და სპორტული მოედნების ჩამონათვალი |
|
|
8.3 |
სპორტული გუნდებისა და კლუბების ჩამონათვალი* |
|
|
9. სამედიცინო მუშაობა
9.1 |
სამეცნიერო კვლევების ჯამური დაფინანსება, ლარი |
|
|
9.2 |
ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომთა რაოდენობა და ჯამური მოცულობა, ნაბეჭდი გვერდი*N |
|
|
9.3 |
მ.შ. საზღვარგარეთ გამოქვეყნება*Q |
|
|
9.4 |
მიღებული პატენტების რაოდენობა* |
|
|
9.5 |
მ.შ. საზღვარგარეთის ქვეყნების პატენტები* |
|
|
9.6 |
სამეცნიერო კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობა* |
|
|
9.7 |
მ.შ. საზღვარგარეთ* |
|
|
9.8 |
ბოლო 5 წელიწადში მიღებული პრემიების რაოდენობა და ჯამური მოცულობა*Y |
|
|
9.9 |
სტუდენტთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში (რაოდენობა და ანაზღაურება) * |
|
|
10. სტუდენტთა თვითმართველობა
10.1 |
სტუდენტთა მონაწილეობა სასწავლო პროცესის შეფასებაში (აღწერეთ) |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნერების
მინისტრის პირველი მოადგილე
ა. დიდებულიძეYUD
სამინისტროს აკრედიტაციის
სამმართველოს უფროსი ა. ბენიძე
ქ. თბილისი, 2004 წლის 16 ოქტომბერი
უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ -მასწავლებელთა
პერსონალი
№ |
გვარი,სახელი, მამის სახელი |
დაბადების წელი |
განათლება, კვალიფიკაცია
დიპლომის N |
სამეცნიერო ხარისხი |
წოდება |
ძირი-თადი |
მოწვე-ული |
შენიშვნა |
|