დიპლომის დანართი
|
დიპლომის დანართის ეს მოდელი დამუშავებულია ევროკომისიის, ევროსაბჭოსა
და UNESCO/CEPES-ის
მიერ. დანართის მიზანია უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური
მონაცემები საერთაშორისო “გამჭვირვალობის” გასაუმჯობესებლად და
აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციების სამართლიანი ცნობის
მისაღწევად. მისი მიზანია უზრუნველყოს დანართში მოყვანილი
კვალიფიკაციის მქონე პირის სწავლების ბუნების, დონის, კონტექსტის,
შინაარსისა და სტატუსის დამაჯერებელი და საკმარისად სრული აღწერა. იგი
არ უნდა შეიცავდეს რაიმე შეფასებით დასკვნებს, ეკვივალენტობის
მტკიცებას ან წინადადებებს ცნობის შესახებ. ინფორმაცია უნდა შეივსოს
რვავე პარაგრაფში. თუ ინფორმაცია არ არის მოცემული, საჭიროა განიმარტოს
რატომ ხდება ეს. |
1
ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ
1.1 გვარი: ____________
1.2 სახელი: _______________
1.3 დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი):_______
1.4 სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი ან კოდი:
ა) სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი: (აკადემიური მოსწრების წიგნაკის)
ბ) მოქალაქის პირადი ნომერი: (მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად).
2 ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ
2.1 ა) კვალიფიკაციის დასახელება: _______________
ბ) მინიჭებული წოდება: ბაკალავრი, ან დიპლომირებული სპეციალისტი, ან
მაგისტრი დარგის მითითებით, რომლის მინიჭების უფლებამოსილება დაცულია
საქართველოს კანონმდებლობით.
2.2 სწავლების ძირითადი დარგი :
სპეციალობა
2.3 დიპლომის გამცემი დაწესებულების დასახელება და სტატუსი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს
მიერ აღიარებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი.
2.4 ა) იმ დაწესებულების (თუ განსხვავდება 2.3-სგან) დასახელება და
სტატუსი, რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი: ______________
ბ) ფაკულტეტი: ____________
2.5 სწავლების/გამოცდის ენა (ენები): _________________
3
ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის შესახებ
3.1 კვალიფიკაციის დონე:
ბაკალავრიატი (I საფეხური), ან მაგისტრატურა (II საფეხური), ან
სპეციალისტის ერთსაფეხურიანი მომზადება.
მე-8 მუხლში მოყვანილი საქართველოს განათლების სისტემის სტრუქტურა
განმარტავს მითითებულ დონეს.
3.2 საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა:
ან ბაკალავრიატის დასწრებული სწავლების ფორმით მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლით, მოიცავს 160 კვირას, 5760
ასტრონომიულ საათს, რაც 240 კრედიტის ტოლია და ECST-ის 240 კრედიტის
ეკვივალენტი.
ან ბაკალავრიატის დაუსწრებლი სწავლების ფორმით მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წლით, მოიცავს 200 კვირას, 5760
ასტრონომიულ საათს, რაც 240 კრედიტის ტოლია და ECST-ის 240 კრედიტის
ეკვივალენტი.
ან ერთსაფეხურიანი დასწრებული სწავლების ფორმით მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წლით, მოიცავს 200
კვირას, 7200 ასტრონომიულ საათს, რაც 300 კრედიტის ტოლია და ECST-ის 300
კრედიტის ეკვივალენტი.
ან ერთსაფეხურიანი დაუსწრებლი სწავლების ფორმით მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წლით, მოიცავს 200
კვირას, 7200 ასტრონომიულ საათს, რაც 300 კრედიტის ტოლია და ECST-ის 300
კრედიტის ეკვივალენტი.
ან სამკურნალო საქმის ერთსაფეხურიანი დასწრებული სწავლების ფორმით
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 წლით,
მოიცავს 240 კვირას, 8640 ასტრონომიულ საათს, რაც 360 კრედიტის ტოლია და
ECST-ის 360 კრედიტის ეკვივალენტი.
ან მაგისტრატურის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა
განისაზღვრება 2 წლით, მოიცავს 80 კვირას, 2880 ასტრონომიულ საათს, რაც 120
კრედიტის ტოლია და ECST-ის 120 კრედიტის ეკვივალენტი.
ან სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრატურის (ტრიმესტრიანი სწავლება)
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 წლით,
მოიცავს 43 კვირას, 1548 ასტრონომიულ საათს, რაც 120 კრედიტის ტოლია და
ECST-ის 60 კრედიტის ეკვივალენტი.
ან ევროპული სამართლის მაგისტრატურის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 წლით, მოიცავს 40 კვირას, 1440
ასტრონომიულ საათს, რაც 60 კრედიტის ტოლია და ECST-ის 60 კრედიტის
ეკვივალენტი.
3.3 მიღების მოთხოვნები:
ან ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან სწავლებაზე ჩასარიცხად საკონკურსო
გამოცდებზე დაშვების პირობაა საშუალო (ან პროფესიული) განათლების
დამადასტურებელი ატესტატი (დიპლომი) .
საკონკურსო გამოცდებზე ცოდნის შეფასება 10 ბალიანი სისტემით წარმოებს.
ან მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება შეუძლია ბაკალავრის და მასთან
გათანაბრებული ხარისხის მქონე სპეციალისტს. მაგისტრატურაში ჩასარისცხად
კონკურსანტმა უნდა შეასრულოს შესაბამისი კათედრის მიერ გამოცხადებული
თემატიკის მიხედვით ე.წ. სამაგისტრო რეფერატი და წარმოადგინოს საბაზო
კათედრის რეკომენდაცია.
4. ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე
4.1 სწავლების ფორმა:
დასწრებული, ან დაუსწრებელი.
4.2 პროგრამის დეტალები:
მოკლე მიმოხილვა სპეციალობის პასპორტიდან, რისი ცოდნის მიცემას და
უნარ-ჩვევების გამომუშავებას ითვალისწინებს კონკრეტული სპეციალობა.
თუ შესაძლებელია, მოიყვანეთ დეტალები დებულებიდან, რომელიც განსაზღვრავს
კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს, მაგალითად,
ნებისმიერ დამატებით კომპონენეტებს ან დამატებით პრაქტიკულ ელემენტებს,
საჭიროა, თუ არა, ყველა ელემენტის ერთდროული შესრულება,
თეზისის/დისერტაციის დაცვა, და ა.შ. მოიყვანეთ განსაკუთრებული დეტალები,
რომლებიც ეხმარებიან კვლიფიკაციის წარმატებულ მიღწევას, განსაკუთრებით ის
მოთხოვნები, რომლებიც აადვილებენ ამას. თუ შესაძლებელია, მოიყვანეთ
სწავლების შედეგების, დახელოვნების, კომპეტენციის დეტალები და ჩამოაყალიბეთ
კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მიზნები.
4.3 კომპონენტები და მიღებული ინდივიდუალური ნიშნები /შეფასებები/
კრედიტები:
4.3
კომპონენტები
და
მიღებული
ინდივიდუალური
ნიშნები
/შეფასებები/
კრედიტები:
|
N |
დისციპლინა |
მოცულობა (კრედიტებში ან სთ-ში) |
შეფასება |
|
1. |
სპეციალური დისციპლინების ციკლი |
|
|
|
1.1 |
|
|
|
|
1.2 |
|
|
|
|
2. |
საფაკულტეტო დისციპლინების ციკლი |
|
|
|
2.1 |
|
|
|
|
2.2 |
|
|
|
|
3. |
საუნივერსიტეტო დისციპლინების ციკლი |
|
|
|
3.1 |
|
|
|
|
3.2 |
|
|
|
და
ა. შ. ჩვენი დანართის ეს ნაწილი.
4.4 შეფასებების სისტემა და, თუ შესაძლებელია, შეფასებების განაწილების
ინსტრუქცია:
სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება შემდეგი სისტემით: "ფრიადი (5)",
"კარგი (4)", "დამაკმაყოფილებელი (3)", "არადამაკმაყოფილებელი (2)",
“ჩათვლა”, “არჩათვლა”.
კონკრეტული დისციპლინა ფასდება გარკვეულ ქულათა რაოდენობით, რომელსაც
ადგენს შესაბამისი კათედრა.
სტუდენტის მიერ შესაბამის სწავლების სახეობაზე (ლექცია, სემინარი,
პრაქტიკული მეცადინეობა, ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება)., საშუალედო
შემოწმებების შეფასებებითა და ფინალური (საგამოცდო) შეფასებით დაგროვილი
ქულათა რაოდენობით განისაზღვრება მისი საბოლოო ნიშანი კონკრეტულ
დისციპლინაში.
სტუდენტის საბოლოო ნიშნით შეფასება წარმოებს შემდეგი პრინციპით:
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა |
შეფასება |
შეფასების კლასიფიკაცია |
|
85% და მეტი |
"ფრიადი" (5) |
დადებითი |
|
70% - 84% |
"კარგი" (4) |
დადებითი |
|
50% - 69% |
"დამაკმაყოფილებელი" (3) |
დადებითი |
|
50%-ზე ნაკლები |
"არადამაკმაყოფილებელი" (2) |
უარყოფითი |
|
50% და მეტი |
"ჩათვლა" |
დადებითი |
|
50%-ზე ნაკლები |
"არჩათვლა" |
უარყოფითი |
დადებითი შეფასებისათვის აუცილებელია, რომ სტუდენტს არ ჰქონდეს მოცემული
დისციპლინის სწავლების არცერთ სახეობაში, საშუალედო შეფასებაში და ფინალურ
(საგამოცდო) შეფასებაში, თითოეულში შესაბამისად, გამოყოფილი ქულათა
რაოდენობის 50%-ზე ნაკლები.
საგანმანათებლო პროგრამის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი სწავლების
კურსდამთავრებულებს მიღწეული წარმატებების მიხედვით ანიჭებს შესაბამისი
დონის დიპლომს: წარჩინების ან ჩვეულებრივს.
კურსმოსმენილს, რომელიც სახელმწიფო გამოცდებზე დაიმსახურებს შეფასებას
"ფრიადი"და ამასთანავე, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში,
სასწავლო და პროფესიულ პრაქტიკებში მიღებულ შეფასებათა არანაკლებ 75%-ში
აქვს "ფრიადი"და არა აქვს მიღებული "დამაკმაყოფილებელი"შეფასება, ეძლევა
წარჩინების დიპლომი. ერთსაფეხურიანი სწავლების დამთავრების შემდეგ
წარჩინების დიპლომის მისაღებად, გარდა ამისა, აუცილებელია სადიპლომო
ნაშრომის "ფრიადზე"დაცვა.
მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს ეძლევათ ერთი ტიპის დიპლომი.
4.5 კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია (ორიგინალის ენაზე):
ბაკალავრის დიპლომი წარჩინებით,
ან ბაკალავრის დიპლომი ჩვეულებრივი;
ან სპეციალისტის დიპლომი წარჩინებით,
ან სპეციალისტის დიპლომი ჩვეულებრივი;
ან მაგისტრის დიპლომი.
5 ინფორმაცია კვალიფიკაციის ფუნქციის შესახებ
5.1 დაშვება სწავლების შემდგომ საფეხურზე:
ბაკალავრს ჩაეწეროს: უფლება აქვს, სწავლა გააგრძელოს განათლების შემდგომ
საფეხურზე – მაგისტრატურაში.
მაგისტრს ჩაეწეროს: უფლება აქვს, სწავლა გააგრძელოს განათლების შემდგომ
საფეხურზე – ასპირანტურაში (დოქტორანტურაში)
5..2 პროფესიული სტატუსი:
შეუძლია დაიკავოს შესაბამის თანამდებობა სახელმწიფოს მიერ დადგენილი
ნომენკლატურის მიხედვით.
6 დამატებითი ინფორმაცია
6.1 დამატებითი ინფორმაცია:
ამონაწერი სპეციალობის პასპორტიდან (საკვალიფიკაციო დახასიათებიდან)
დასაქმების სფეროსა და დონის მიხედვით.
თუ საჭიროა სპეციალობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მოიყვანეთ ამ
პუნქტში.
6.2 დამატებითი ინფორმაციის წყაროები:
მოიყვანეთ ინფორმაცია სხვა სასარგებლო წყაროების და ლიტერატურის შესახებ,
სადაც შეიძლება ცნობების მოპოვება კვალიფიკაციის შესახებ. მაგალითად,
უმაღლესი სასწავლებლის ან ფაკულტეტის ვებ-გვერდი, განყოფილება
კვალიფიკაციის გამცემ დაწესებულებაში, ეროვნული საინფორმაციო ცენტრი,
ევროკავშირის ეროვნული აკადემიური ცნობის საინფორმაციო ცენტრები (NARIC),
ევროსაბჭო/იუნესკოს ეროვნული აკადემიური ცნობისა და მობილობის საინფორმაციო
ცენტრები (ENIC).
7 დანართის სერტიფიცირება
7.1 თარიღი:
7.2 ხელმოწერა:
7.3 თანამდებობა:
7.4 ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი:
8 ინფორმაცია ეროვნულ უმაღლესი განათლების სისტემაზე
(დაწესებულებამ, რომელსაც სურს დიპლომის დანართის გაცემა, უნდა განიხილოს
განმარტებითი ბარათი იმის გასარკვევად, როგორ შეივსოს ფორმა)
საქართველოს განათლების სისტემა
სავალდებულო განათლება - 6 წლიდან 14 წლამდე.
სკოლის სისტემის სტრუქტურა
დაწყებითი სკოლა მოიცავს 6 წლიან სწავლებას 6 წლიდან 12 წლამდე.
საბაზო სკოლა მოიცავს 3 წლიან სწავლებას 12 წლიდან 15 წლამდე.
საშუალო სკოლა მოიცავს 2 წლიან სწავლებას 15 წლიდან 17 წლამდე, რის დამთავრების შემდეგაც ეძლევათ
საშუალო განათლების ატესტატი. საბაზო სკოლის შემდგომ შესაძლებელია დაწყებითი პროფესიული ან საშუალო პროფესიული განთლების მიღებაც. დაწყებითი პროფესიული ან საშუალო პროფესიული სასწავლებლის დიპლომთან ერთად ასევე გაიცემა საშუალო განათლების ატესტატიც. ეს საშუალო განათლების დამადასტურებელი ორივე დოკუმენტი იძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლებას.
უმაღლესი განათლების სისტემა
საქართველოში არსებობს შემდეგი ტიპის უმაღლესი განათლების დაწესებულებები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტი, აკადამია და კონსერვატორია. უმეტესი მათგანი გადასულია სამ საფეხურიან განათლებაზე: ბაკალავრიატი – 3 ან 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი და დოქტორანტურა - 3 წელი,. აგრეთვე არსებობს დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა – ერთსაფეხურიანი სწავლება 3-5 წლიანი (სამედიცინო განათლებაში – 5-6 წლიანი)
ბაკალავრიატი –ბაკალავრიატში სწავლის გასაგრძელებლად საჭიროა საშუალო განათლების ატესტატი. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ენიჭებათ ბაკალავრის დიპლომი, ფრიადოსან სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომი წარჩინებით;
მაგისტრატურა – მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად საჭიროა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი. მისი დასრულების შემდეგ სტუდენტებს ენიჭებათ მაგისტრის (ხარისხი) დიპლომი, ფრიადოსან სტუდენტებს მაგისტრის დიპლომი წარჩინებით;
დოქტორანტურა – სტუდენტები, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს ან მასთან გათანაბრებული აკადემიურ ხარისხს უფლება ეძლევათ სწავლა გააგრძელონ დოქტორანტურაში, რის დასრულების შემდეგაც იღებენ დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა – პროგრამის გასავლელად საჭიროა საშუალო განათლების ატესტატი. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ენიჭებათ დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი, ფრიადოსან სტუდენტებს დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი წარჩინებით.
უმაღლეს სასწავლებელში შესვლის პირობები:
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადიან შესაბამის კონკურსს სასპორტო და სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
შეფასების სისტემები
სხვდასხვა უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა შეფასების სისტემებია, როგორებიცაა 5 ბალიანი, 10 ბალიანი და 100 ბალიანი.

შეგიძლიათ
გადმოტვირთოთ
დიპლომის
დანართის
სამუშაო
ვარიანტი
|