|
|
|
|
|
|
|
|
| |
21.11.2008 ზაარლანდის უნივერსიტეტის სტიპენდიებისათვის საბუთების ჩაბარების ბოლო ვადამ გადაიწია 1 დეკემბრის 12 საათამდე (გამომდინარე იქიდან, რომ 29–30 ნოემბერი არის შაბათ–კვირა, არასამუშაო დღეები). |
| 21.11.2008 23 ნოემბერს შარდენის ქუჩაზე, სიონის ბაღთან 11დან 19საათამდე გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების “ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველები”ს და ქალაქ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “ვაშენებთ სახლს” _ აქციის მიზანია დახმარება გაეწიოთ აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულებს. კერძოდ, თბილისში # 75 ბაგა-ბაღში მცხოვრებ დევნილებს. |
| 21.11.2008 “საქართველოს საკარიერო სერვისი” (CSG) სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული პროგრამის ფარგლებში (PRF) ა.წ. 7 დეკემბერს 13.30-19.00 სთ. ატარებს ტრენინგს “დასაქმების მსურველთა უნარ-ჩვევები (CV-ს შედგენის ტექნიკა; როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსათვის)“. ტრენინგი ჩატარდება იუსტიციის სამინისტროს ტრენინგ-ცენტრში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გერმანიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, უნივერსიტეტის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. მონაწილეობისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოს საკარიერო სერვისის ოფისში პირველ დეკემბრამდე, სამუშაო დღეებში 14.00 საათიდან (მის. თსუ, II კორპუსი, II სართული). მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭებათ PRF პროგრამის აპლიკანტებს. შეკითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: ტელ. 294565, ირმა წერეთელი (საქართველოს საკარიერო სერვისი);
ქეთევან ყურაშვილი (თსუ-ის საკარიერო ცენტრი) |
21.11.2008 “საქართველოს საკარიერო სერვისი” (CSG) სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული პროგრამის ფარგლებში (PRF) ა.წ. 12 დეკემბერს 16.00 საათზე ატარებს დასაქმების ფორუმს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. დამსაქმებლებისათვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ გერმანიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, უნივერსიტეტის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შევსებული ანკეტა და CV წარმოადგინოთ საქართველოს საკარიერო სერვისის ოფისში პირველ დეკემბრამდე, სამუშაო დღეებში 14.00 საათიდან (მის. თსუ, II კორპუსი, II სართული). მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭებათ PRF პროგრამის აპლიკანტებს. შეკითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: ტელ. 294565, ირმა წერეთელი (საქართველოს საკარიერო სერვისი);
ქეთევან ყურაშვილი (თსუ-ის საკარიერო ცენტრი) |
21.11.2008 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან არსებული
”საბავშვო უნივერსიტეტის”
ნორჩ ფიზიკოსთა სკოლაში ეროვნული სამეცნიერო ფონდის
მიერ დაფინანსებული „მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამის
ეგიდის ქვეშ პარასკევს, 21
ნოემბერს ასისტ. პროფ. რამაზ ხომერიკი წაიკითხავს მეორე
ლექციას თემაზე: ”თამაში არაწრფივ ფიზიკაში”.
დასაწყისი 15:00 საათზე,
მისამართი: თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია.
ტელ.:22-44-32. |
|
20.11.2008 ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე, გერმანიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება პატრიცია ფლორი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:“საქართველოს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ”.
სამუშაო ენა – ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
მდებარეობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ევროპული კვლევების ინსტიტუტი
ჭავჭავაძის გამზირი N3, II კორპუსი,
ოთახი 505 |
19.11.2008 2008 წლის 21 ნოემბერს 15.30 საათზე სასტუმრო „Tbilisi Marriot“ –ში შედგება საქართველოს დერმატო–ვენეროლოგთა XIX საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, მიძღვნილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 90 წლისთავისადმი.
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი 13
გთხოვთ, გვეწვიოთ |
|
18.11.2008 ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 20 ნოემბერს, 15:00 საათზე, დიდი ბრიტანეთის (გაერთიანებული სამეფოს) ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დენის კიფი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:“ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა”. სამუშაო ენა – ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
მდებარეობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული კვლევების ინსტიტუტი ჭავჭავაძის გამზირი N3
II კორპუსი ოთახი 505 |
18.11.2008 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ”საბავშვოუნივერსიტეტის” ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „ნორჩ გეოგრაფთა სკოლა“ ატარებს მორიგ ლექციას თემაზე”კლიმატის ცვლილება და ენერგოდაზოგვა“. ლექტორი: გეოგრაფიის დოქტორი გია სოფაძე. ლექცია ჩატარდება: ოთხშაბათს, 19 ნოემბერს 15:30 სთ–ზე ქიმიის დიდ აუდიტორიაში (87 აუდ., თსუ II კორპუსი). დასწრება თავისუფალია. |
17.11.2008 კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 17 ნოემბერს, 17:00 – 18:15 საათზე, ბატონი სტივენს სტეგერსი, პროექტის მენეჯერი (EuroClio: ისტორიული განათლების ევროპული ასოციაცია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ენერგია და მსოფლიო წარსულიდან დღემდე: სოციალური პროცესები და გზა ენერგეტიკული დამოკიდებულებისკენ.” სამუშაო ენა – ინგლისური.
დასწრება თავისუფალია. მდებარეობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ევროპული კვლევების ინსტიტუტი
ჭავჭავაძის გამზირი N3 II კორპუსი ოთახი 505 |
17.11.2008 გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. (English Version) |
| 17.11.2008 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივ გერმანულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 2008/2009 სასწავლო წელს ჩარიცხვის მსურველთათვის |
12.11.2008 კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 14 ნოემბერს, 14:00 საათზე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი თემურ იაკობაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “”გაყინული” კონფლიქტები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საქართველოს რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ: სინათლე გვირაბის ბოლოს?”. დასწრება თავისუფალია. მდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული კვლევების ინსტიტუტი
ჭავჭავაძის გამზირი N3 II კორპუსი ოთახი 504 |
12.11.2008 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ”საბავშვო უნივერსიტეტის” ნორჩ ფიზიკოსთა სკოლაში პარასკევს, 14 ნოემბერს იური პაპავა წაიკითხავს ლექციას თემაზე: ”სინათლის ორმაგი ბუნება”.დასაწყისი 15:00 საათზე, მისამართი: თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია. ტელ.:22-44-32. |
|
7.11.2008 განახლდა ლექციები ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში. შემოდგომის სემესტრის პირველი ლექცია ჩატარდება კვირას, 16 ნოემბერს, 12 საათზე. ლექტორი: ელგუჯა ხინთიბიძე, ლექციის თემა: უახლესი აღმოჩენები რუსთველოლოგიაში (”ვეფხისტყაოსნის” კვალი ევროპულ ლიტერატურაში) |
7.11.2008 კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, ესტონეთის რესპუბლიკის იუსტიციის კანცლერი, დოქტორი ალლარ იოკსი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “დემოკრატიის ხარისხი: საქართველო და ესტონეთი”. სამუშაო ენა – ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
მდებარეობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული კვლევების ინსტიტუტი ჭავჭავაძის გამზირი N3
II კორპუსი
ოთახი 504 |
7.11.2008 კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, საბერძნეთის ელჩი საქართველოში, დოქტორი ალექსანდრე კატრანისი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ევროკავშირის იდენტურობა”.
სამუშაო ენა – ინგლისური.
დასწრება თავისუფალია. მდებარეობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ევროპული კვლევების ინსტიტუტი ჭავჭავაძის გამზირი N3 II კორპუსი
ოთახი 504 |
| 5.11.2008 დოქტორანტურაში მისაღები უცხო ენის გამოცდის შედეგები, ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, გერმანული ენა |
4.11.2008 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ახალ და ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამებზე 2008-2009 წლის შემოდგომის სემესტრისათვის.განცხადებები მიიღება 10 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. თსუ I კორპუსში, 99-ე აუდიტორიაში. გასაუბრების გრაფიკი გამოცხადდება მოგვიანებით.საკონტაქტო პირი ნინო პოპიაშვილი. ტელ: 8 77 71 99 89. |
3.11.2008 კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოში და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ: ევროპული ხედვა”. სამუშაო ენა – ინგლისური. დასწრება თავისუფალია.
მდებარეობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული კვლევების ინსტიტუტი ჭავჭავაძის გამზირი N3
II კორპუსი
ოთახი 504 |
27.10.2008 დისტანციური სწავლების ცენტრის მენეჯერის ვაკანსია |
|
| 27.10.2008 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ”საბავშვო უნივერსიტეტის” ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ლექცია ბიოლოგიაში ჩატარდება სამშაბათს, 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ლექციას თემაზე ”მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნება” (ნაწილი I) წაიკითხავს პროფ. რევაზ გაგნიძე. მისამართი: თსუ, XI (ბიოლოგების) კორპუსი, აუდიტორია 430. ტელ: 30-37-92. დასწრება თავისუფალია. |
| 22.10.2008 ტარტუს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის გასაუბრების განრიგი |
21.10.2008 თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღის განრიგი ფაკულტეტების მიხედვით:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
(ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები): 26.10.2008, 12სთ, თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია.
ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი:
26.10.2008, 12სთ, თსუ მაღლივი კორპუსი, ეკონომიკის ფაკულტეტი, 206-ე აუდიტორია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
(ფილოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, არქეოლოგია, ლიტერატურა, ფილოსოფია, სახვითი ხელოვნება, რეჟისურა): 26.10.2008, 13სთ, თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია.
იურიდიული ფაკულტეტი:
(სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები): 26.10.2008, 14სთ, თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია.
მედიცინის ფაკულტეტი:
26.10.2008, 15სთ, თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია. |
21.10.2008 დღეს თსუ II კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში 15:00 საათზე საბავშვო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართება საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო–პოპულარული ლექცია ასტრონომიაში. ლექციას წაიკითხავს პროფ. ლეოგეონჯიანი. |
21.10.2008 21 ოქტომბერს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში გაიმართება ჯგუფ ,,მგზავრების” კონცერტი-აქცია წითელასა და წითურას წინააღმდეგ |
|
17.10.2008 ტარტუს უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ: საბუთების ჩაბარების ბოლო ვადამ გადაიწია 21 ოქტომბრამდე |
17.10.2008 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი „საბავშვო უნივერსიტეტის“ ფარგლებში 2008 წლის 20 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ატარებს კონფერენციას „ნორჩი ბიოლოგი“. მისამართი: უნივერსიტეტის ქ.№ 13, თსუ XI (ბიოლოგების) კორპუსი. |
15.10.2008 დოქტურანტურაში უცხოენის საგამოცდო ტესტის ნიმუშები. გერმანული, რუსული, ფრანგული |
15.10.2008 2008 წლის 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აწყობს შეხვედრას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელთან საქართველოში, ელჩ იგორ გაონთან თემაზე “დეიტონისა და სარკოზის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულებების შედარებითი ანალიზი”. მოხსენების შემდეგ შედგება დისკუსია. სამუშაო ენა – ინგლისური. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N3, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, 504-ე აუდიტორია. |
13.10.2008 გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიები გერმანული ენის მასწავლებლებისათვის |
13.10.2008 2008–2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საქართველოს ისტორიის, კავკასიოლოგიისა და ქრისტიანობის ისტორიის სამაგისტრო პროგრამებზე ცხადდება მიღება |
|
2.10.2008 9 ოქტომბერს 11 საათზე ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია თსუ მედიცინისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორებისათვის ჩაატარებს მასტერ-კლასს პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებაში. მასტერ-კლასი ჩატარდება თსუ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის სააქტო დარბაზში. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #5, IV სართული |
2.10.2008 მაგისტრატურაში უცხო ენის გამოცდის აპელაციის შედეგები |
|
2.10.2008 სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!
2008 წლის 6-8 ოქტომბერს, 1400, გაიმართება არიელის უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორის, რეუვენ ენოხის (რუბენ ენუქაშვილი), საჯარო ლექციები თემაზე: ბიბლიური წიგნების ქართული თარგმანები. თსუ I კორპუსი, III სართული, 106-ე აუდიტორია. |
|
|
30.09.2008 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ტემპუსის პროექტის” ფარგლებში აცხადებს ტენდერს ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს |
24.09.2008 თსუ-ს სტუდენტთა საყურადღებოდ! 29 სექტემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
I კორპუსის ეზოში, გაიმართება სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული შეხვედრა
გთხოვთ მობრძანდეთ! |
22.09.2008 ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის სპეციალობაში მისაღები გამოცდების შედეგები |
|
|
16.09.2008 მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე, თსუ II კორპუსის რესურს-ცენტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ატარებს ტრენინგს “SPSS პროგრამა” უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებისათვის (ტრენერი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფ. ნინო ჯავახიშვილი). |
| 16.09.2008 ენერგეტიკის სექტორის სასტიპენდიო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში |
| 16.09.2008 2008-09 წლის სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან გადმომსვლელთა და თსუ ფაკულტეტის შეცვლის მსურველთა საგამოცდო შედეგები |
|
|
15.09.2008 თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!
მისაღები გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 18 სექტემბერს, 10 საათზე, თსუ ბიბლიოთეკაში (მაღლივი კორპუსი). |
|
11.09.2008 თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ |
|
|
4.09.2008 6-7 სექტემბერს, თსუ-ს სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები გაემგზავრებიან გორში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის დასუფთავებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში. გასვლა თსუ-ს I კორპუსიდან დილის 9:00 საათზე. მსურველებმა დარეკეთ 22 23 91 |
4.09.2008 I კურსელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით ტელევიზიის საშუალებით. |
3.09.2008 ნებისმიერი პროფესიის სპეციალისტისთვის ახალი სამაგისტრო პროგრამა ჟურნალისტიკაში "მედია და ახალი ტექნოლოგიები"
პრეზენტაცია პარასკევს (5.09.08), 13სთ-ზე, თსუ-ს მე-2 კორპ. ფოიე
ტელ: 22-23-91 |
2.09.2008 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფალულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენთა საყურადღებოდ, საინფორმაციო შეხვედრა ახალ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით გაიმართება ხუთშაბათს, 4 სექტემბერს II კორპუსში, ნულოვან სართულზე 21-ე აუდიტორიაში 10-საათზე პირველკურსელებთან, 11-ზე მეორე კურსელებთან, 12-ზე მესამე და მეოთხე კურსელებთან. აკადემიური რეგისტრაცია საერთაშორისო ურთიერთობების მეიჯორის საგნებზე ჩატარდება IV კორპუსში 202-ოთახში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის ტუტორებთან, 8-დან 26 სექტემბრის ჩათვლით-2, 3 და 4 კურსელებბისთვის,15-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პირველი კურსელებისათვის. |
2.09.2008 დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ: საერთაშორისო ზაფხულის სკოლაში „დემოკრატიის გამოკლვლევები პოსტ–საბჭოთა ევროპაში: სოციალური ტოლერანტობა“ (მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიტვა) მონაწილეობის მისაღებად საბუთების ჩაბარების ვადამ გადაიწია 5 სექტემბრამდე. |
2.09.2008 თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტთა აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება ყოველდღე, 10 საათიდან 17 საათამდე, თსუ I კორპუსში, 103-ე აუდიტორიაში (III სართული).
ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12 საათზე, თსუ I კორპუსში, 103-ე აუდიტორიაში (III სართული), შედგება საინფორმაციო შეხვედრა (პრეზენტაცია). |
| |
|