ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დადგენილება #1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი კრიტერიუმები:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) გამოცდილება ფინანსურ, ეკონომიკურ და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
გ) სამოქმედო გეგმისა და კონცეფციის წარმოდგენა;
დ) სასურველია გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სფეროში.
ე) სასურველია აკადემიური ხარისხი

2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმაძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად თანდართულ დოკუმენტთა ნუსხა:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) 2 ცალი ფოტოსურათი.
ე) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (თუ ასეთი არსებობს)

      © 2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.