ინგლისური, ფრანგული, რუსული და გერმანული ენის ვიკი - სკოლა აცხადებს დაინტერესებული პირების მიღებას სასწავლო ჯგუფებში (ასაკის და ენის ცოდნის შეზღუდვის გარეშე). ტექსტების თარგმნის, ასევე დამატებითი მოკლევადიანი სასწავლო კურსების და ტესტების ჩაბარების შემდეგ მსმენელებზე გაიცემა უცხო ენის ცოდნის საფეხურის შესაბამისი ვიკი - სერთიფიკატი.

სასწავლო კურსებს აკრედიტებს განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი (მხოლოდ განათლების დაკრედიტების პროგრამაში გაერთიანიებული პირებისთვის). გარდა იმისა, რომ თქვენ ჩაებმებით ენის სწავლის სახალისო და ინტენსიურ პროცესში, თქვენ ასევე დახმარებას გაუწევთ ვიკიპედიის (ვირტუალური, საერთაშორისო ენციკლოპედიის) ქართული ვერსიის განვითარებას.

ფაკულტატურ, დაუსწრებელ სასწავლო კურსებში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.

დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს ინტერნეტში მუშაობის საშუალება. განსაზღვრული გეგმით, თქვენ ასრულებთ სხვადასხვა (თქვენთვის საინტერესო) თემის სტატიების თარგმნას ვიკიპედიის უცხოენოვანი ვერსიიდან (ვირტუალური, საერთაშორისო ენციკლოპედია) და ნათარგმნ ტექსტებს განათავსებთ ქართულ ვიკიპედიაში. ამ საკითხებში, თუ როგორ უნდა იმუშაონ ვიკიპედიაში (რა სახელებით უნდა დარეგისტრირდნენ), დაკომპლექტებულ ჯგუფებს ჩაუტარდებათ მომზადება.

მათ ასევე მიეწოდებათ სხვა დამატებითი ინსტრუქციები. სასწავლო გეგმა ითვალისწინებს 50, 100, 200, 300 დიდი თუ პატარა (ერთი აბზაცი) ენციკლოპედიური სტატიის დამაკმაყოფილებელი (საშუალო) ხარისხით მაინც, თარგმნას. გეგმა-მინიმუმის დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები გაივლიან მოკლევადიან სასწავლო კურსებს და ტესტირებას.

კურსებში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მუშაობა სხვადასხვა ადგილიდან (ინტერნეტ-კაფე, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ინტერნეტ-ცენტრი, თსუ ბიბლიოთეკის ინტერნეტ-კლასი, სახლი) ჩართული ინტერნეტით. თუ თქვენ ხართ გაწვრიანებული განათლების ერთიან საკრედიტო პროგრამაში (გაწევრიანების პირობები იხ. მითითებულ საიტში), მხოლოდ ამ შემთხვევაში, თქვენ მოგეცემათ საშუალება - კრედიტით ჩაერთდეთ დსლ ინტერნეტში, ან შეიძინოთ კომპიუტერი და ასევე კრედიტით ჩაეწეროთ ვიკი - ჯგუფში (არასაბანკო კრედიტი დაიფარება კურსების დამთავრების შემდეგ - სერთიფიკატის გაცემისას).

სასწავლო ჯგუფებში, კანდიდატთა რაოდენობა, ჯერჯერობით არ არის შეზღუდული. დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდონ საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტით (აუცილებლად მიუთითეთ - გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ქალაქის ტელეფონი და ელ-ფოსტა). განცხადების ვადის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დაგიკავშირდებათ ვიკი-სკოლის ადმინისტრატორი. რეზიუმეების გადმოგზავნა აუცილებელი არ არის.

ელ-ფოსტა: wikipediaschool@gmail.com
ვებ-გვერდი: www.creditunion.ge
მისამართი: თბილისი 0187, უნივერსიტეტის ქ. 11 ტელ: 30 47 93 მობ: 8 99 160118

      © 2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.