ბრძანება # 10 / 01-01
       18.02.2008 წ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში      2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით ჩასარიცხი  კონკურსანტების  შესარჩევი  საგამოცდო და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.         დამტკიცდეს ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, სამედიცინო და ჰუმანიტარული ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში     2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით ჩასარიცხი კონკურსანტების შესარჩევი საგამოცდო            და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა დანართების შესაბამისად :
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 1)
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3)
იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4)
სამედიცინო ფაკულტეტი (დანართი 5)
ჰუმანიტარული ფაკულტეტი (დანართი 6)
2.         ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი” და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3.         ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლების წარდგინებები#2765/02 15.02.08წ; .#2678/02  14.02.08წ; #2511/02  14.02.08წ; #2717/02  15.02.08წ; #2714/02 15.02.08წ; #2763/02 15.02.08წ.

  რექტორი, პროფესორი 
    გ. ხუბუა

      © 2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.