ბრძანება N209/02-03
12.07.07
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 28 თებერვლის # 08/02_01 და "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის # 10/02-01 ბრძანებების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ
შრომითი ურთიერთობა დანართი #1-ით განსაზღვრულ პირებს 2007 წლის
12 ივლისიდან;
2. კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნონ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი #2-ით განსაზღვრული პირები 2007 წლის 12 ივლისიდან;
3. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
5. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;
6. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), ბრძანების გამოცემის თარიღით შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი #2-ით განსაზღვრულ პირებთან;
7. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა დანართი # 1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
8. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
11. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარისათვის მისი
გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში
(მის. სარაჯიშვილის გამზირი # 1ა)
საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება # 9137/02 12.07.07წ
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა
შემსრულებელი
პერსონალის მართვის დეპარტამენტის
უფროსის მოვალეობის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ლაცაბიძე
შეთანხმებულია
საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რ. ხარბედია
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლ. ბენიძე
|