ბრძანება № 234/02-03

 10.08.2007წ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ

 

   საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის,    38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,  `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ~ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2007 წლის 28 თებერვლის # 08/02_01 და `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების  შესახებ~ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის # 10/02-01 ბრძანებების  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ
შრომითი ურთიერთობა დანართი №1-ით  განსაზღვრულ პირებს 2007 წლის       10 აგვისტოდან;
2. კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნონ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი №2-ით განსაზღვრული პირები  2007 წლის 10 აგვისტოდან;

 

3. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით; 
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
5. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;  
6. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი №2-ით განსაზღვრულ პირებთან;
7. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყონ ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა  დანართი  № 1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
8. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
11.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარისათვის მისი 
გაცნობიდან ერთი თვის ვადაში  თბილისის საქალაქო სასამართლოში
(მის. სარაჯიშვილის გამზირი № 1ა)

 

   საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება # 10141/02, 27.07.2007.

 

  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            გ. გალდავა

 

      © 2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.