ბრძანება №235/02-03
13.08.2007წ.

                                                  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დამხმარე  
პერსონალთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით  გამოცხადებულ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ


საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ~ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 28 თებერვლის #08/02-01 და `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ~ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის №10/02-01 ბრძანებების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა დანართი №1-ით განსაზღვრულ პირებს 2007 წლის 13 აგვისტოდან;
2. კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნონ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი №2-ით განსაზღვრული პირები 2007 წლის 13 აგვისტოდან;
3. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
5. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში;
6. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი №2-ით განსაზღვრულ პირებთან;
7. დაევალოთ პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს (ი. სალუქვაძე) უზრუნველყონ ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა დანართი №1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
8. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
11. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. სარაჯიშვილის გამზირი # 1)

 

საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება #10651/02, 2007 წლის 9 აგვისტოს.

 

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   გ. გალდავა

 

 

 

      © 2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.